“ლივერპულის” მარცხენა მცველი, ენდრიუ რობერტსონი The Times-თან ინტერვიუში აღიარებს, რომ “ბარსას” ლეგენდარული ფეხბურთელის, ლეო მესის შეჩერება შეუძლებელია.
“ლეოს გარშემო აგორებული სპეკულაციებით გაოცებული არ ვყოფილვარ, რადგან მესი “მანჩესტერ სიტის” სხვა დონეზე აიყვანდა.
“ქალაქელები” უკვე მსოფლიოს კლასის ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს რიგებში იწერ…
როცა არგენტინელის წინააღმდეგ თამაში გიწევს, მისი ქმედებები წინასწარ უნდა გამოიცნო, რადგან არ იცი, რომელ მხარეს გაგქეცევა. ეს კი საკმაოდ დამღლელია.
ხალხი ხანდახან ფიქრობს, რომ “ლა პულგას” შესაჩერებლად ერთადერთი გზა მასზე უხეშად თამაშია. თუმცა, ის ხელიდან ყველას უსხლტება და თითქოს იწვევს, ბურთი კიდევ მომაწოდეო.
ლეო შეუდარებელი ფეხბურთელია. როდესაც ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, გულშემატკივრები მის მემკვიდრეობას დააფასებენ. “ბარსელონელი” პელესა და დიეგო მარადონას გვერდით, საუკეთესოს ტიტულს იმსახურებს”, – აცხადებს ენდრიუ.