კუმანმა რიკი პუჩს აცნობა, რომ გუნდის გეგმებში არ შედის

კუმანმა რიკი პუჩს აცნობა, რომ გუნდის გეგმებში არ შედის

RAC1-ის ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, რიკი პუჩს აცნობა, რომ მისი გუნდის გეგმებში არ შედის. 

კუმანმა ახალგაზრდა ნახევარმცველს გუნდის დატოვებაზე ფიქრი ურჩია. 

ეს ცნობა საკმაოდ არარეალური ჩანს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პუჩი “ჟირონას” წინააღმდეგ დღევანდელი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა და ეს ტრავმით გამოწვეული არ ყოფილა. 

RAC1-ის კიდევ ერთი ჟურნალისტის, ჩავი ერნანდეს ნავაროს ცნობით, კუმანის გადაწყვეტილებამ კლუბის ხელმძღვანელებსა და მოთამაშეებს შორის გაოცება გამოიწვია. სიახლე თავად პუჩისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (33)

  • nikusha
    20 სექ 2020, 00:37

    ციტატა: ANSU FATI..
    ალენია 🙂


    კიდეკაი რომ რჩება

  • Anssumane
    19 სექ 2020, 21:14

    ალენია 🙂

  • Barca1980
    19 სექ 2020, 20:58

    ნეტა რის დამტკიცებას აპირებს კუმანი , რომ სისულელე იყო ამდენი წლის განმავლობაში 4-3-3 სქემით თამაში , თუ აღიარებს წინასწარ , რომ შემტევი სქემით და ტაქტიკით თამაშის ეშინია , რადგან მეტი არ იცის . არ არის ეს არც საუთჰემპტონი და არც ევერტონი , და არც ჰოლანდიის ნაკრები , ეს არის ბარსელონა , ეს არის გუნდი , რომლის წინააღმდეგაც მოწინააღმდეგე იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს როგორ შეგიტიოს , იმაზე უნდა ათენებდეს ღამეებს , თავი როგორმე დაიცვას , თამაშინ წინ უნდა ქონდეს წაგებული უკვე ემოციურად , გვახსოვს ეს ბედნიერი დღეები , რაც კუმანს არც შეუძლია და ვერც ვერასოდეს გააკეთებს , ინტელექტი არ ეყოფა სამაგისოდ . იმედია გაა…..ვავს სათვალებიანი და ყველანი უკან გაყვებით ერთხელ და სამუდამოდ დამლაგებლიანად .

  • nikusha
    19 სექ 2020, 18:50

    გულის შეტევა აქვს ნახევარ ბარსამანიას თუ მეტს არა
    ჭკვიანია ნიდერლანდელი ალენია რომ აირჩია
    გენიოსია ჰოლანდიელი ალენიას რომ ტოვებს
    მიდი ტრიპლედი უნდა დადო კუმან

  • პავლოვიჩი56
    19 სექ 2020, 18:49

    კუმანი,ბართომეუ-როსელს ეხმარება გუნდის ნგრევაში. იმედია ეს ფეიკია და პუჩი დაღჩება.

  • vegassi54
    19 სექ 2020, 18:44

    სისულელეა.

  • Anssumane
    19 სექ 2020, 17:45

    ეხლა ფონტის როგორ ვუქომაგო ეს რეებს ბჟუტურობს

  • Henry
    19 სექ 2020, 17:31

    გაიბრახუნა ბართომ კარები ამისი დანიშვნით რაც დანიშნეს იმის მერე ვიძახი რო ცუდი მწვრთნელიათქო. ხალხმა ხიპიში ამიტეხა რაის პოჩეტინოო აგერ ამ კაცს ერე დივიონი აქ 2 ჯერ მოგებულიო. ტიაგოს გაშვებით რაც გააკეთეს იგივეს იზავენ ეხლაც ამათი დებილი ………

  • OLD
    19 სექ 2020, 17:25

    იმედია ტყუილია მარა გამპერის თასზე რატო არარი განაცხადში ეს მაეჭვებს ნუ კაროჩე კუმანმა იცის ჩვენზე უკეთ იმედია

  • Ronaldinho..
    19 სექ 2020, 17:23

    ციტატა: nikusha

    ციტატა: M10 S9 D11
    კუმანმა ხომ არ ჩამოცხო არა ალენია ჯობია და რაფინია კიდე


    რაფინია არა და ალენია კი ჯობს


    Love

    უმაგრესი ბიჭია და ამის დაკარგვა იქნება გამოუსწორებელი შეცდომა,მარა არც ამის ტაქტიკაშია ამის ადგილი მარა ნუ რაღაცა უნდა მოუფიარონ რა .ხონშეიძლება ხანდახან 4-3-3 დაჭირდეს ან თასებზე ან ტრავმებკ გვაკლია თუ რა,მოკლედ მაგრა გამოგვადგება ეს ბიჭი და ყველაზე ცუდ ვარიანტში იჯარა 1-2 წელი პრემიერ ლიგა ან ლალიგა და სათამაშო ბევრი დრო

  • Prometheus
    19 სექ 2020, 17:17

    რაღაც ჟურნალისტების მონაგონი მგონია

  • nikusha
    19 სექ 2020, 17:07

    ციტატა: M10 S9 D11
    კუმანმა ხომ არ ჩამოცხო არა ალენია ჯობია და რაფინია კიდე


    რაფინია არა და ალენია კი ჯობს

  • nika 54
    19 სექ 2020, 16:57

    ეხლაც რო ვინმემ თქვას, მაგარი "ტრენერი" მოიყვანაო ბართომ, გავგიჟდები. აფსუს ვალვერდე…….