როგორც იცით, “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ ინიცირებული უნდობლობის გამოცხადების ძალაში შესვლისთვის საკმარისზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, რასაც კლუბი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
“კლუბის წევრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟორდი ფარემ, “ბარსელონას” მხარდამჭერთა სერვისის (OAB) ოფისში უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნა წარადგინა.
გადამოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ სულ 20 687 ხელმოწერაა შეგროვებული.
პროცესი კლუბის წესდების 55-ე პუნქტის მიხედვით გაგრძელდება”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
უნდობლობის გამოცხადების პროცესი საკმაოდ ჩახლართულია. იმისთვის, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუმ და ბორდის სხვა წევრებმა თანამდებობა დატოვონ, სპეციალური ჯგუფის შექმნა, განცხადების შესწავლა და არჩევნებია საჭირო. სრულ პროცესს, შეგიძლიათ, აქ გაეცნოთ.
