“ბარსელონას” ტექნიკურმა მდივანმა რამონ პლანესმა დაადასტურა, რომ არტურო ვიდალის ტრანსფერზე მუშაობა მიმდინარეობს და შეთანხმება, დიდი ალბათობით, მალე მიიღწევა.
“მართალია, რომ ვიდალის წასვლის პროცესთან დაკავშირებით პროგრესია. მინდა, ეს შესაძლებლობა [მირალემ პიანიჩის პრეზენტაცია] გამოვიყენო და მას ჩვენთან გატარებული 2 წლისთვის მადლობა გადავუხადო.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დასრულებული ჯერ არ არის”. – განაცხადა პლანესმა.
ტექნიკური მდივანმა კომენტარი კლუბის ერიკ გარსიათი დაინტერესებაზეც გააკეთა.
“ის “ლა მასიადანაა”, შესანიშნავი ფეხბურთელია და მის დამატებაზე ვმსჯელობთ. ჩვენ ახალგაზრდობისა და გამოცდილების ნაზავი გვჭირდება”. – თქვა მან.

ერთი მიზეზი მითხარით ეს კაცი რატოა გასაშვები ?
დროზე მოაშორეთ ბარსას, საერთოდ რატო მოიყვანეს დღემდე ვერ ვხვდები..
ოფიციალურად ვიდალი ინტერის ფეხბურთელია!!! ეხლა ალბათ დაადასტურებენ ამ დღეებში დეპაის ტრანსფერს.