“ბარსელონას” ფეხბურთელად წარდგენის შემდეგ კატალონიური გუნდის ახალწვეულმა, მირალემ პიანიჩმა, პირველი კომენტარი გააკეთა.
“აქ ყოფნა საამაყოა, ეს ყოველთვის ჩემი სურვილი იყო. ბავშვობიდან ვოცნებობდი იმაზე, რომ “ბარსელონაში” მეთამაშა.
ამ გუნდის წევრობა შესანიშნავი გრძნობაა. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემს კარიერაში და ცხოვრებაში მოხდა, მაგრამ ერთ დონეზე ყოფნას არასდროს ვეგუები და ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ. “ბარსაში” ჩემი კარიერის მნიშვნელოვან ეტაპს გავატარებ.
გასახდელში და გვირაბში პირველად შესვლის დროს კარგად გავაცნობიერე, რას ნიშნავს, იყო ამ გუნდის ნაწილი. კლუბის მდიდარ ისტორიას სათანადო გაგრძელება უნდა ჰქონდეს და მე მზად ვარ, თანაგუნდელებთან ერთად მიზნის მიღწევისთვის ყველაფერი გავაკეთო”. – განაცხადა პიანიჩმა.

წარმატრბები ძალიან კარგი ტრანსფერია აბა შენ იცი
პიანიჩი იქნება იმ ფეხბურთელთაგანი რომელსაც უთამაშია რონალდოსთანაც და მესისთანაც
ბაიერნთან ეს რო გვყოლოდა ცოტა დიდხანს მაინც დავიჭერდით ბურთს და ფლანგებს გრძელი პასებით მაინც მოამარგებდა შეილება 8 – 2 აღარ წაგვეგო 😁
3-4 წელი გამოგვადგეს და წარმატებული ტრასნფერი იქნება. ჩვენი ფეხბურთელებივით სირბილი მაინც არ ეზარება და წინ პასის გაკეთება იცის
ყოველ წელს ყველა ასე იძახის, მარა რათ გინდა ბოლო 4 წელია გვიქამბექებენ🤦🏻♂️😂😂 8-2 ზე რომ არაფერი ვთქვა..🙄 იმედიაა გაამართლებს ეს ბიჭი 2 წელი მაინც მაღალ დონეზე ითამაშებს და დაგვეხმარება ისევ საუკეთესოები გავხდეთ💪🏻💪🏻❤️