Mundo Deportivo ერიკ გარსიას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” 19 წლის ცენტრალური მცველის დასაბრუნებლად ახალი შეთავაზების გაფორმებას აპირებს. პირველი შეთავაზება 10 მილიონი ევრო იყო, რომელიც “სიტიმ” დაბლოკა. სხვადასხვა ცნობებით, “ქალაქელები” ესპანელ უკანახაზელში დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ახლა, მხარეები შეთანხმებასთან გაცილებით ახლოს არიან. “ბარსელონა” მზადაა ინგლისელებს 15 მილიონი შესთავაზოს, “სიტი” კი 18 მილიონს მოითხოვს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, თუ შეთანხმება ვერც ამჯერად იქნა მიღწეული, “ბარსელონა” ერთი წელი მოიცდის და გარსიას მომდევნო ზაფხულში უფასოდ დაიბრუნებს.
რას ჟმოტავთ მაგ სამ მილიონს მიეცით და წამოიყვანეთ ეს ბიჭი
რატომღაც არამგონია გაამართლოს პატარაა, იტყვით პუიოლიც პატარა იყოო მაგრამ პუიოლი მებრძოლი სულის იყო ამას კი არაფერი ეტყობა მსგავსი ტიპიური ესპანელი ბიჭია ან გამოვა რამე ან არა … ამას ტოდიბოც სჯობს და არაუხოც ნუ ჩემი აზრით ის 19-წლამდელების მცველი კუენკაც გაცილებით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს…
გარსია ჩვენი ახალი პუიოლი … მოდი ;დ დდ
e bijo an iyidet an kide sxvaze ichalichet ra gaburges tvini