წარსულში ცნობილმა ბულგარელმა ფეხბურთელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, ერთ-ერთ ინტერვიუში მემფის დეპაის “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
“მემფის დეპაის “ბარსელონაში” გადასვლაზე ბევრი იწერება და ჩემი აზრით ეს ტრანსფერი შედგება. თუ კუმანი მას ეტყვის, რომ ენდობა, ფეხბურთელისთვისაც კარგი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონას” სჭირდები, ამ წინადადებას უბრალოდ ვერ უარყოფ. როდესაც დეპაი “ლიონში” გადავიდა, ეს მისი უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ის დიდი ტრანსფერის ღირსია, რადგან ძალიან კარგად თამაშობს.” – ბერბატოვის სიტყვებს Betfair ციტირებს.

რა ეჩქარებათ ამის მოყვანა მორჩეს სეზონი და მერე მოიყვანონ :/// აუ რა ნერვები მეშლება დეპაიც იძახის წამიყვანეთო ლიონიც ეუბნება წაიყვანეთო და ეს ბართომეუ მახათის გაყრითაა დაკავებული
უსმან დემბელეში შეიძლება ამისი გაცვლა, ასე უბრალოდ და მარტივად, თუ უსმანი არ იქნა წინაღმდეგი და ფეხები არ გაჩაჩხა
ვინგერია, ცოტა გაფართოებული ფუნქციებით, მარცხენა ფლანგი
ანსუ გადმოიწევს 9-იანზე და გრიზმანთან იქნება როტაციაში
კონკურენციის ამბავში ეყოლება დე ლა ფუენტე, რომელიც ლა ლასიას აღზრდილია
ეს ნიშნავს ნაკლებ გარღვევას ბიუჯეტში, თანაც 9-იანზე ლაუტაროს მოყვანა გადადებულია
2 ვისაც წასვლა მოუწევს, ბრაითვაიტია, შემდეგი კი უმთითი
შუა ხაზზე დიდი კონკურენციაა, ისე, როგორც 9-იანზე ჩნდება, თუ ცუგა დარჩა
33-34 წლის კაცში კლუბები მოზრდილი თანხის გადახდას არ რისკავენ, ცუგას ცხენის ნალში გაცვლა კი მისი უპატივცემლობა და ერთის სიტყვით, ბართომეუული სიტილია
ნუ ზედმეტი არ იქნება გუნდისათვის, მაღალ დონეზე ნათამაშევი აქვს