workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” სემედუს შეცვლის ორი კანდიდატი ჰყავს

“ბარსელონას” სემედუს შეცვლის ორი კანდიდატი ჰყავს

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” ნელსონ სემედუს თაობაზე სარფიანი შეთავაზებები აქვს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა პორტუგალიელი მცველი იმ ფეხბურთელებს შორის დაასახელა, რომლებზეც ახალი გუნდის შენებისას იმედს დაამყარებს, კლუბი ტრანსფერზე უარს არ იტყვის. 

იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” სემედუს გაყიდვაზე თანახმა იქნება, მარჯვენა მცველის დამატება მოუწევს. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელებს ორი კანდიდატი ჰყავთ შერჩეული: ჟოაუ კანსელუ და ექტორ ბელერინი. 

კანსელუს “მანჩესტერ სიტიში” კონკურენციის გაწევა კაილ უოკერთან უწევს და ძირითად შემადენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს. თავისი გუნდის რეგულარული მოთამაშე არც ბელერინია, თუმცა, ამის მიუხედავად, ინგლისურ კლუბებთან შეთანხმების მიღწევა ადვილი არ იქნება. 

სავარაუდოდ, “ბარსელონა” კანსელუს ან ბელერინის ტრანსფერში თავისი რომელიმე ფეხბურთელის ჩართვას ეცდება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • basa7
    schedule 12 სექ 2020, 15:04
    #8

    ამ ორს მართლა სემედუ ჯობს

  • me da barca
    schedule 12 სექ 2020, 15:02
    #7

    ბელერინი რაც იყო ისიც არაა დღეს, ეხვეწე კიდე ამას.

  • Anssumane
    schedule 12 სექ 2020, 13:26
    #6

    კანსელუ კარგია

  • M10 S9 D11
    schedule 12 სექ 2020, 13:25
    #5

    რა ბელერინი და რა კანსელუ შეეშვით ამ სემედუს დაეხიოს ორივე ბრიქზე

  • ჩიკო
    schedule 12 სექ 2020, 13:06
    #4

    რაის ბელერინი ტიპს სამჯერ შესთავაზეს არ გადმოვიდა და ეხლა თუ.კიდევ შესთავაზეს მაგარი დებილები იქნებიან რა აქვს შესახვეწი ბარსელონას ცინგლიან ბელერინზე . სხვა მოიყვანონ

  • sandro89
    schedule 12 სექ 2020, 12:58
    #3

    კანსელუ კარგია

  • რივალდო-მესი
    schedule 12 სექ 2020, 12:31
    #2

    ციტატა: DyBaLa21
    დესტი? დესტი? დესტი?


    დესტინსაუკეთესო ვარიანტია ემერსონთან ერთად. ან ერთი გაამართლებს ან მეორე. პერსპექტივა ორივეს სუპერი აქვს. ხოდა არც ერთა არ იყიდიან დაივიწყეთ.

  • DyBaLa21
    schedule 12 სექ 2020, 11:45
    #1

    დესტი? დესტი? დესტი?