workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “სევილიას” მცველით დაინტერესდა

“ბარსელონა” “სევილიას” მცველით დაინტერესდა

“ბარსელონა” “სევილიას” ახალგაზრდა მცველის, ჟიულ კუნდეს შეძენით დაინტერესდა – ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. 

ცნობილი არაა, ეცდებიან თუ არა კატალონიელები ფეხბურთელის დამატებას ამ სატრანსფერო ფანჯარაზე. ჯერჯერობით, ისინი კუნდეს უბრალოდ აკვირდებიან. 

21 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი “ბორდოს” აღზრდილია, “სევილიას” შემადგენლობაში კი 2019 წლიდან ასპარეზობს. ამ ზაფხულში, მის მიმართ მადრიდის “რეალის” ინტერესზეც იწერებოდა. 

Transfermarkt ჟიულ კუნდეს სავარაუდო ღირებულებად 30 მილიონ ევროს ასახელებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • basa7
    schedule 12 სექ 2020, 14:14

    ოუფ გადასარევი ბიჭია მარა ვინ მოგცემს ამას 70 მილიონია გამოსსასყიდი მგონი. ჩვენ ვინც გვყავს ახლა ყვეას ჯობს ათი თავით პლიუს 21 წლისაა

  • Berlinetta♥
    schedule 12 სექ 2020, 14:02

    კუნდე მართლა კარგი მცველია, ხოსტი და გაბედული… მომკალით და ლენგლე საერთოდ არ მომწონს… არ არის კვერცხებიანი მცველი …

  • Albicelecte
    schedule 12 სექ 2020, 13:06

    საკმაოდ ჭკვიანი და ძლიერია ეს ბიჭი
    სევილიას მოთაფვლა დაწყებულია, ვანიას საჩუქრად მიცემა თუნდაც….
    უმთითის გაყიდვა და ამის მოყვანა მშვენიერი იდეაა
    მაგრამ ლენგლე არ მომწონს, შეიძლება ლენგლეს დაბრუნება და 10 ლიმონის დამატება
    გარსიას მოყვანა და არაუხოს დაწინაურება
    არაუხო-გარსია-კუნდე, ნორმალურად გამოიყურება
    თუმცა თუ ფლანგებს არ მიეხედა, საქმეს არაფერი ეშველება

    ალბას გაბენჩება და ფირპო-სემედოს გაყიდვა აუცილებელი მგონია

  • me da barca
    schedule 12 სექ 2020, 11:36

    ასეთი ზღაპრები არც უნდა დადოთ.

  • Anssumane
    schedule 12 სექ 2020, 10:50

    ციტატა: Pavlika
    ალბას ნაცვლად ალაბა მოიყვანეთ. ლენგლეს ან პიკეს მაგივრად ვინმე წესიერი ცენტრი. ასევე სემედუს შემცვლელიც მოსაყვანეია. ყველაზე ფარჩაკი დაცვა რო გვყავს. მარტო სახელები აქვთ მეტი აღარაფერი.


    ბელერინი გარსია ანხელინიო/ტალიაფიკო…….ალაბა ძაან ითხოვს ხელფასს და რავი

  • Pavlika
    schedule 12 სექ 2020, 10:46

    ალბას ნაცვლად ალაბა მოიყვანეთ. ლენგლეს ან პიკეს მაგივრად ვინმე წესიერი ცენტრი. ასევე სემედუს შემცვლელიც მოსაყვანეია. ყველაზე ფარჩაკი დაცვა რო გვყავს. მარტო სახელები აქვთ მეტი აღარაფერი.