მას შემდეგ რაც „ბარსამ“ ერიკ გარსიას დაბრუნება გადაწყვიტა, „ლა მასიამ“ კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება. „ბარსას“ ისტორიაში მარვლად ყოფილან ფეხბურთელები, რომლებმაც ადრეულ ასაკში დატოვეს კლუბი, შემდეგ ზოგი დაბრუნდა, ზოგი ვერა, მაგრამ უმრავლესობა ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.
მაგალითად, პიკე და ფაბრეგასი პეპ გვარდიოლამ დააბრუნა, მაგრამ იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც დაბრუნება ვერ მოახერხეს.
„ბარსა“ ტიაგო ალკანტარას დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს ტრანსფერი ვერ შედგება, ტიაგო ძალიან ახლოს არის „ლივერპულში“ გადასვლასთან, კუმანი კი აქცენტს ვეინალდუმზე აკეთებს, ამიტომ კიდევ ერთი დაბრუნება, ვერ შედგება.
მას შემდეგ რაც მიკელ არტეტამ „ევერტონში“ გაიბრწყინა, გვარდიოლამ მისი შეძენა მოისურვა, მაგრამ გამომდინარე იქიდან თუ რა შემადგენლობა ჰყავდა „ბარსელონას“, მიკელ არტეტამ „არსენალში“ გადასვლა ამჯობინა. სამაგიეროდ, როდესაც არტეტამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, პეპმა თანაშემწედ აიყვანა, შემდეგ კი „არსენალში“ დაბრუნდა მწვრთნელად, ლონდონში ისე პროდუქტიულად მუშაობს, ერთ დღესაც, შესაძლოა „ბარსას“ მწვრთნელობის კანდიდატიც შეიქნას.
ერიკ გარსიას გარდა, რომელიც „ბარსელონას“ ასაკობრივი გუნდების კაპიტანი იყო, „ბარსამ“ კიდევ ერთი „ლა მასიელის“, ექტორ ბელერინის დაბრუნებაც განიძრახა, მაგრამ ეს ურთულესი ამოცანა იქნება, მიკელ არტეტა ბელერინს არ დათმობს. „ბარსას“ დიდი ხანია სურს მისი დაბრუნება, გამომდინარე იქიდან, რომ ალვესის წასვლის შემდეგ, მარჯვენა ფლანგზე კატასტროფული მდგომარეობაა, ბელერინი კი რაღაც დროის განმავლობაში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი იყო, თუმცა ბოლო ორი სეზონი არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდა.
ფანებს ძალიან უყვარდათ კუკურელია, ამის მიზეზი მხოლოდ კარლეს პუიოლის მსგავსი ვარცხნილობა არ არის, ის საკმოდ ტექნიკური და ინტელექტუალი ფეხბურთელია, ჩავლილ ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გაჩნდა შანსი, რომ „ბარსას“ განათხოვრებული ფეხბურთელი დაებრუნებინა, მაგრამ აქცენტი მირანდაზე გაკეთდა, კუკურელია კი „ხეტაფეს“ მიყიდეს.
ასევე დაიწერა ადამა ტრაორეზეც, მან „ლა მასიაში“ ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია ყურადღება, როცა „ბარსაში“ სამუელ ეტო’ო თამაშობდა, კამერუნელმა ერთხელ აღნიშნა, რომ ადამა მისი მემკვიდრე იქნებოდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ჯერ ერთი, ტრაორე სულ სხვა სტილის ფეხბურთელი აღმოჩნდა და პოზიცია შეიცვალა, ამასთანავე ფიზიკურად ისეთი ცვლილება განიცადა, რომ პრემიერ ლიგის ყველაზე ათლეტურ და სწრაფ ფეხბურთელად ითვლება. ლუის ენრიკემ ნაკრებში გამოიძახა, მაგრამ ტრავმის გამო თამაში ვერ შეძლო. კუმანს მის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს.
ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევაა ტაკე კუბოს წასვლა, რადგან იაპონელი მადრიდის „რეალში“ გადაბარგდა. მშვენიერი სეზონი ჩაატარა „მალიორკაში“, ახლა კი „ვილიარეალში“ იქნება განათხოვრებული. მართლაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და თუ „რეალმა“ ვარსვლავის რანგში დაიბრუნა, მომავალი დუელიც საკმაოდ მძლავრი გვექნება – ფატი კუბოს წინააღმდეგ! ბავშვობის მეგობრები, მეტოქეები გახდებიან. იქნებ „ოქროს ბურთებსაც“ წაეთამაშონ?!
ასევე, დაბრუნება სურდა ანდრე ონანას, მაგრამ სათადარიგოთა სკამისთვის ნამდვილად ცოდოა, ამიტომ არც ისე ცუდია, რომ ვერ დაბრუნდა. ჯობია სხვაგან ითამაშოს.
წყარო – Marca
ფატი ჩაუშვებს კუბოს მიწაში. 😄
ბელერინის დონის მარჯვენა მცველი არ გვყავს.
კუბოს შეფასება ჯერ ძალიან ადრეა. თავისი ასაკისთვის ძალიან მაგრად თამაშობს.
ონანას დონის მეკარე კიდე მგონი ვარტო ვალდესი გვყავს გაზრდილი : )
ბელერინი კუბო და ონანა თუ ლა მასიის მარგალიტები არიან მომაჭერით კისერი
Vinc potozea arceti araa margaliti