Sin Concesiones-ზე დაყრდნობით TyC Sports-ის ჟურნალისტის, მიკელ ბლასკესიეს ინფორმაციით, “ბარსელონას” ანსუ ფატის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო შესთავაზეს.
კატალონიური კლუბი 17 წლის თავდამსხმელის გაყიდვას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს – “ბარსას” ხელმძღვანელებმა შეთავაზება მალევე უარყვეს.
ფატიმ ძირითად გუნდში თავი წინა სეზონში გამოიჩინა, ახალი სეზონი კი სანაკრებო ბენეფისით დაიწყო. ესპანელი ფეხბურთელი “ბარსელონას” ყველაზე იმედისმომცემი მოთამაშეა და იგეგმება, რომ მისი გამოსასყიდი თანხა ახლო მომავალში 170-დან 400 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

ფატი გაიყიდება და ბართოს საკუთარი საფლავის გათხრას 5-წუთიან წამზომზე დაუყენებენ.. 🤣 🤣 🤣
ფატის არავინ არ გაუშვებს ტყუილად ეს ბიჭი ნამდვილად ბარსას მომავალია
დამწყნარდით ჭო არსან არ მივალ ნუ უსმენთ აი ჟურნალისტები ებლაყუნებიან რაცხას
ჯერ არავინ გადაიხდის ამდენს მერე მეორე ფატი ბარსამ არ უნდა გაუშვას როგორც იქნა გამოჩნდა ლამასიელი პესპექტიული კიარა უკვე დიდი ვარსკვლავი
ამ პანდემიის პირობებში ვის აქვს 150 მილიონის გადახდის თავი? სავარაუდოდ რიგითი ჭორია.