workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლებელია თუ არა ბარსელონას აღზევება

შესაძლებელია თუ არა ბარსელონას აღზევება

ვინ უნდა დაიკავოს პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტები და რატომ, რა უპირატესობა ექნებათ მათ ამ პასუხისმგებლობის აღებისას?

ფონტი და მისი არჩევის შემთხვევაში,ჩავი.სამწუხაროდ,2021 წლის არჩევნებზე ბევრი ძლიერი კანდიდატი არაა.არ ვიცი ფონტი და ხელმძღვანელობა რას იზამს,მაგრამ ჩავის ნამდვილად მეიმედება.ის იყო ბარსელონას ტვინი და მისი წასვლის შემდეგ გუნდში რეგრესის მეტი არაფერი ყოფილა.ის იყო გამორჩეული მოთამაშე,კაპიტანი და ადამიანი.ჩემი აზრით კარგი მწვრთნელი დადგება,ხოლო ფონტზე ბევრ კარგ რამეს ვერ ვიტყვი.

ვინ უნდა დატოვოს კლუბი და რატომ?

ბაიერნთან თამაშის შემდეგ კულერებს იმედი მოგვეცა რომ, გუნდში წმენდა დაიწყებოდა,ესე იწერებოდა.წყაროს ცნობით გუნდში მოგვყავდა ბევრი საიმედო მომავლის მქონე ახალგაზრდა,მაგრამ ბოლოს ვეინალდუმი შეგვრჩება.ასე რომ წარმოსახვითი წმენდის მეტი აღარ დაგვრჩენია ბარსას ფანებს.ჩემი აზრით გუნდიდან გასაშვებია:არტურო ვიდალი(ასაკი,არაინტელექტუალური მოთამაშე),ლუის სუარესი(ასაკი,ბაიერნთან თამაშში დავრწმუნდი რომ,მართლაც ძალიან შენელდა),ალბა(ბოლო ორი-სამი სეზონია მის თამაშში კარგი არაფერი შემიმჩნევია,ასევე ასაკი),სამუელ უმტიტი(ტრავმები,ტრავმები და ტრავმები),ბრაითვაითი(არც ინტელექტით გამოირჩევა,არც ათლეტურობით,მხოლოდ მონდომებით,მაგრამ ამაოდ),ნეტუ(არ გამოირჩევა ნიჭით,ასაკი,ჩრდილავს პენიას-რომელსაც წესით კარგი მომავალი აქვს)
,რაფინია(ასაკი,აღარ თამაშობს მაღალი კლასის ფეხბურთს)

ვინ უნდა შეიძინოს “ბარსელონამ”?

ბარსელონას საკვანძო მოთამაშეები 21 საუკუნეში ლა მასიას აღზრდილი მოთამაშეები იყვნენ და დღესაც არიან,დანარჩენები კი მათ გარშემო ბრუნავდნენ.ჩემი აზრით ბარსელონას ნაკლებად ეგოისტი ფეხბურთელი ჭირდება და რაც ყველაზე მთავარია კულერი უნდა იყოს სისხლით.ჩემი სიაში შედიან მოთამაშეები:ტიაგო ალკანტარა(ლა მასიას აღზრდილი,კრეატიული ნახევარმცველი,ბოლო-ბოლო გვარდიოლამ მიიყვანა ბაიერნში და კლოპი თავს იკლავს მის მოსაყვანად),ერიკ გარსია(ახალგაზრდა,ასევე ლა მასიას აღზრდილი,კარგი მცველი,დიდი ალბათობით მას ბლაუგრანას მაისურში ახლო მომავალში ვიხილავთ,რადგან მისი აგენტი არც მეტი არც ნაკლები კარლეს პუიოლია),ლაუტარო (მიუხედავად იმისა რომ არ არის გამორჩეული მისი პასებით,ყველა გუნდს ჭირდება დამბოლოებელი და ლაუტარო ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტია,ახალგაზრდა),ლუკ თომასი(ლესტერის ამომავალი ვარსკვლალი,ახალგაზრდა,ბურთის კარგი კონტროლი,შეუძლია როგორც მარცხენა მცველად ასევე მარცხენა ნახევარმცველად),(სახელს ვერ დავწერ)მოუკოკო(დორტმუნდის ბორუსიას ამომავალი ვარსკვლავი,არადამიანური სტატისტიკა(15 წლის ბიჭს,17 წლამდელთა ლიგაში 50 თამაშში 82 გოლი და 14 საგოლო გადაცემა აქვს))რათქმაუნდა ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან უმეტესობა 20 წელზე ქვემოთაა,მაგრამ ბარსელონას დეენემს თავის დროზე ჩაჯდომა ჭირდება,ამიტომაც ფუჭდება ბევრი 25-30 წლამდელი ვარსკვლავი ბარსელონაში,რათქმაუნდა არის გამონაკლისიც.

ვინ უნდა დაწინაურდეს “ბარსა ბ-დან”?

ბარსელონა ბ-ს დღესდღეობით არ ყავს იმედის მომცემი ახალგაზრდები,მაგრამ რამოდენიმეს არჩევა შეიძლება:ალექს კოლადო ,კონრად დე ლა ფუენტე,თუ არ ვცდები რიკი პირველი გუნდის წევრი არაა ასე რომ-რიკი პუჩი და ჰიროკი აბე რომელსაც იაპონელ მესის უწოდებენ,ხოლო დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

როგორი უნდა იყოს გუნდის სასტარტო შემადგენლობა?

თუ ამჟამინდელ გუნდზეა საუბარი მაშინ,ჩემი შემადგენლობა ესე გამოიყურება:

ანსუ ფატი       ანტუან გრიზმანი       ლიონელ მესი
       ფილიპე კოუტინიო
                          პუჩი/რობერტო
                 ფრენკი დე იონგი
ჟუნიორ ფირპო                           ნელსონ სემედუ
    კლემან ლენგლე            არაუხო/ტოდიბო
                  ტერ შტეგენი

ხოლო თუ რეალურ ჭორებს დავუჯერებთ:
                  გრიზმანი/ფატი
მემფის დეპაი   ფილიპე კოუტინიო   ლიონელ მესი
   ფრენკი დე იონგი        პიანიჩი/ვეინალდუმი
ჟუნიორ ფირპო                            ნელსონ სემედუ
     კლემან ლენგლე         ტოდიბო/გარსია
                  ტერ შტეგენი

მე ამჟამინდელი შემადგენლობა მირჩევნია.წააგავს 2011 წლის ბარსელონას

როგორ უნდა დაიბრუნოს კლუბმა ძველი სათამაშო ფილოსოფია და დიდება?

კლუბის მთავარი ფილოსოფია ფრაზა ,,მეტი უფრო კლუბში”-ა,ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს თავი როგორც ოჯახში და არა რომელიმე ბიზნეს ორგანიზაციაში.

ფანებს სურთ რომ,გუნდმა ისეთი სტილი დაიბრუნოს როგორიც გვარდიოლას ბარსას ქონდა,მაგრამ ეს კიდევ დიდი ხანი ვერ მოხდება,თუ საერთოდ მოხდება.გუნდის ოქროს ხანა მორჩა,ახლა კი დროა ვიფიქროთ ახალი ოქროს ხანის დაწყებაზე და არა ძველის დაბრუნებაზე.ბევრი აკრიტიკებს ბარსელონას სტილს,ამბობენ,რომ მოძველდა,აღარ მოქმედებს,პასუხი უპოვეს მეტოქეებმა,მაგრამ ცდებიან,ძალიან ცდებიან.ბარსელონას სტილი არც ბურთის ფლობაა და არც კომბინაციები,სტილი არც მეტი არც ნაკლები ტვინით თამაშია.

ბარსელონა თავის კუთვნილ სიდიადეს მაშინ დაიბრუნებს როდესაც,გუნდში იქნებიან ჭკვიანი მოთამაშეები და არა შედეგის მომცემი.

დიდი ალბათობით გუნდის ხელმძღვანელობაში მალე ვიხილავთ:პიკეს,პუიოლს,ინიესტას,ჩავის და ბევრს ვინც პიკის ბარსელონას იცნობდა.მათი მთავარი მიზანი კი ამ ბარსელონას ახალგაზრდებისთვის გაცნობა იქნება

სიდიადის დაბრუნება იქნება ძნელი,მაგრამ არა შეუძლებელი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • TatoTatoNoza
    schedule 16 სექ 2020, 13:54
    #7

    ჩასწორება:ამ ბლოგის დაწერისას ლაპორტა ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალური კანდიდატი,ასე რომ არც განვიხილე მისი დაწერა.ლაპორტა უკვე ოფიციალურად კანდიდატია და შემიძლია თამამად ვთქვა რომ ლაპორტა ფონტს ჯობია 10 თავით,ასე რომ ჩემი აზრითაც ლაპორტა უნდა მოვიდეს

  • TatoTatoNoza
    schedule 11 სექ 2020, 19:24
    #6

    nukrii,
    ჰიროკიზე ვერ დაგეთანხმები.ჩემი აზრით ჰიროკი სკამიდან არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი.მართალი ხარ ბარსა ბ-ს თამაშებს ხშირად არ ვუყურებ,მაგრამ (ვიცი ფეხბურთელის შესაფასებლად ცუდი ვარიანტია) იუთუბის ჰაილაითებში მომხიბლა.მონჩუს იმედი არ მაქვს,რიკის პოზიციაზე თამაშობს და ნახევარდაცვაში 20-21 წლის ბიჭებს ვერ ვარბენინებთ თუ თასები გვინდა.სკამზე ჯდომით პროგრესს ვერ განიცდის.ჯობია რიკის მივხედოთ

  • nukrii
    schedule 11 სექ 2020, 18:40
    #5

    ბარსა ბ-ს თამაშებს თუ ადევნებ თვალს ჰიროკი აბეს არ დაწერდი ალბათ… და მონჩუსაც ახსენებდი

  • ანსუ მესი
    schedule 10 სექ 2020, 21:04
    #4

    ფონტის იმედი არ მაქვს 🤷‍♂️

  • 2RP8
    schedule 10 სექ 2020, 16:33
    #3

    👏ყოჩაღ

  • TatoTatoNoza
    schedule 08 სექ 2020, 14:15
    #2

    TatoTatoNoza,
    ყოფილა,უბრალოდ ვიკიპედიაში არ წერია 😂

  • TatoTatoNoza
    schedule 08 სექ 2020, 12:24
    #1

    ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ ლაპორტა კანდიდატი არ არის