workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ უნდა გააძლიეროს “ბარსელონამ” დაცვის ხაზი

როგორ უნდა გააძლიეროს “ბარსელონამ” დაცვის ხაზი

ალბათ რთული მისახვედრი არაა, რომ “ბარსელონას” მთავარი პრობლემა დაცვის ხაზია, თუმცა ამ ეტაპზე ხელმძღვანელობა დიდად არ ცდილობს მის გაძლიერებას.

ერთადერთი მცველი, რომლის შეძენასაც “ბლაუგრანა” ცდილობს არის ერიკ გარსია, რომელიც პოზიციით ცენტრალური მცველია, უფრო მეტად კი კატალონიელებს ფლანგებზე უჭირთ, განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი.

ხოსე გაია

ეს მარცხენა მცველი “ვალენსიას” აღზრდილია და, თამამად შეიძლება ითქვას, ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავის პოზიციაზე. ეს ლუის ენრიკემაც კარგად იცის და ეროვნულ ნაკრებში ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, ამოაგდო ხორდი ალბა, არათუ შემადგენლობიდან, არამედ ხშირ შემთხვევაში განაცხადიდანაც.

ის საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, თავისი შესაძლებლობები გერმანიის ნაკრებთან მატჩშიც კარგად აჩვენა.

25 წლის მცველის სატრანსფერო ფასი 40-50 მილიონ ევრომდე მერყეობს, მისი კონტრაქტი “ვალენსიასთან” 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სერჟინიო დესტი

დესტი არის “აიაქსის” უნიჭიერესი ახალგაზრდა ამერიკელ-ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი, რომელიც სწორედ ამსტერდამელების აღზრდილია. მისთვის გასული გასული სეზონი პირველი იყო უმაღლეს დონეზე და თავი კარგად დაგვამახსოვრა.

სერჟინიო მხოლოდ 19 წლისაა და ნელსონ სემედუსთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა შეუძლია. გასულ სეზონში ვრცელდებოდა კიდეც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას “ბარსა” აკვირდება.

მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ნიდერლანდელებთან 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა.

ემერსონ ჟუნიორი

ემერსონი 2019 წელს “ბარსელონამ” და “ბეტისმა”, “ატლეტიკო მინეიროსგან”, ერთად იყიდეს 6-6 მილიონ ევროდ. კატალონიელებმა ბრაზილიელი სევილიურ კლუბში 2021 წლამდე დატოვა, 6 მლნ. ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით.

ემერსონმა გასულ სეზონში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სწრაფ პროგრესს განიცდის, 21 წლის მარჯვენა მცველი “ბეტისის” რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. უცნობია, შეუძლია თუ არა “ბარსელონას” მისი 2021 წლამდე გამოსყიდვა.

ერიკ გარსია

გარსია “ბარსელონას” აღზრდილია, ის 2017 წლის ზაფხულში, 1.7 მლნ. ევროდ, “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდა. ის 19 წლის უნიჭიერესი ცენტრალური მცველია, რომელსაც კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. ალბათ, “ბარსელონა” მის შეძენას ბოლომდე შეეცდება და კლუბს ამ სეზონშივე შეუერთდება. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 10 მლნ. ევრო სახელდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • lesane C
    schedule 06 სექ 2020, 14:17

    ციტატა: totti10
    lesane C,

    ვერ ამოგდებს ვერა, პიკე ხელშეუხებელია როგორც ბუსი, ნუ 1 წელი კიდე, რადგან მგონია ისევ მესის პალაჟენია იქნება, აი დაიწყება სეზონი და ნახავ


    თუ არავის მოიყვანენ რა თქმა უნდა ვერავინ ვერ ამოაგდებს,მარა ბუსი უკვე ამოგდებულია ჩათვალე,თუ ის სიმართლეა რო დე იონგს თავის პოზიციაზე ათამაშებს კუმანი

  • M10 S9 D11
    schedule 06 სექ 2020, 14:04

    დესტი გარსია უეჭველი მოსაყვანია ემერსონი მოაშორეთ აქედან და მარცხნივ გრიმალდო უნდა მოვიყვანოთ

  • Iniesta_8
    schedule 06 სექ 2020, 14:00

    დაცვა მთლიანად გამოსაცვლელია. პიკე გასაშვებია ან სათადარიგიზე დასასმელი. ლანგლეს ნდობაც არ შეიძლება. უპამეკანო უეჭველი გვჭირდება. სემედუ და ალბაც ამოსაგდებია ძირითადიდან ან ისეთი კონკურენტები უნდა მოიყვანონ რომ ტრაკი გაარყიონ. უპამეკანო კანსელუ და გარსიაც თუ მოიყვანეს ძაან კარგს იზამენ. ცენტრში უპამეკანო და ლანგლე/გარსია დადგებიან, მეოთხე მცველი კი ისევ არაუხო იქნება და თუ გაამართლა ძირითადშიც მიხვდება რატომაც არა. ტოდიბო გასაყიდია თუ ზემოთ ხსენებული ხალხი მოიყვანეს. ტოდიბოს, რაფინიას, ვიდალს და რობერტოს თუ გაყიდიან ბვერის დამატება არც მოუწევთ. იმედია დაცვაში ვინმე წესიერს მოიყვანენ თორემ აზრი არ ექნება ამ ყველაფერს

  • lesane C
    schedule 06 სექ 2020, 13:57

    ციტატა: totti10
    carles puyol 5,

    ახალგაზრდა პრესპექტიული იგროკი რომელზეც ასეთი მოთხოვნაა და რომელსაც სურს 2021 წელს ევროპაზე თამააში წელიწადში რომ მოუწევს 5 მატჩი არამგონია სკამზე დაჯდეს 😉 ამიტომაც ა რმოდიან არავინ ძალიან ძლიერი იგროკები და მიტომაც არის ბარსელონა ეგრედ წოდებულ ბებრებზე გადართული, დე ლიგტი რატო არ მოვიდ აიმიტომ რომ პიკეს ვერ ამოაგდებდა, ტობიდო რაზე წავიდა რადგან პიკე სულ ძირიტადშია და კაცს 3 თამაში ათამაშეს, რატომ არ მოდის ალაბა, იმიტომ რომ ალბას ვერავინ ამოაგდებს, არაა მასე როგორც შენ ამბობ. რატომ უნდა დაჯდეს ასეთი რანგის ფეხბურთელი სკამზე რახან გუნდშ გინდა ბევრი ძლიერი? დაენგრეს კარიერა?


    რას ქვია ვერ ამოაგდებს,უკეთ თუ ითამაშებს ამოაგდებს ყველა ყველას,მესისი გარდა.თუ კონკურენციის ეშინიათ ეგ სხვა ამბავია მარა უპამეკანო რო პიკესაც და ლენგლესაც თავისუფლად ამოაგდებს ორი აზრი არაა

  • NeymardaSilva
    schedule 06 სექ 2020, 13:55

    დესტი უპტამეკანო გარსია გაია

    ეს დაცვა უნდა იყოს

  • nika 54
    schedule 06 სექ 2020, 13:32

    ციტატა: kingarturo
    უპამეკანო მოიყვანონ. პიკეს არ აბლატავებს კუმანი როგორც წინა წლებში, თვითონ თქვა რონალდმა რო მაქსიმუმს მოვთხოვ ყველა იგროკსო და ასეც იქნება.


    მერე მაქსიმუმს რო მოსთხოვს, ზამენა ყაავს? დატოვოს სკამზე, და ვის დააყენებს?

  • carles puyol 5
    schedule 06 სექ 2020, 13:26

    totti10,უპამეკანოზე მაგარი ამჟამად არც პიკეა და ლენგლე ხო მითუმეტეს არაა.რას ქვია არ გადაჯდებიან სკამზე.ითამაშონ ისე როგორც საჭიროა.დოყლაპიებივით რომ აეიან პიკეც და ლენგლეც

  • ^Barca-Vision^
    schedule 06 სექ 2020, 13:25

    გარსიას სიტუაცია ასახავს ამ ხელმძღვანელობოს სრულ უნიათობას და დებილობას. ტიპი 1.5 მილიონად გაუსვეს და 10 მილიონად იბრუნებენ.რისთვის გაუშვეს საერთოდ ასეთ ტალანტებს თუ ვერ ინარჩუნებენ რა უნდათ მმართველობაში.ან ვის ინარცუნებენ საერთოდ ვისაც წასვლა მოუნდა უვეპა წავიდა ნეიმარი სიმონსი კოუ და რამდენი ტალანტი კიდე.ერთი მესის მოექცნენ მარტო უნამუსოდ და დაიტოვეს მაგის ხარჯზე და იმასაც მომავალ წლამდე თუ არ გადაიფიქრა 200 მილიონის ნაცვლად უფასოდ დაკარგავენ.

  • basa7
    schedule 06 სექ 2020, 13:20

    ლეო მესი თანაგუნდელებით იმედგაცრუებული და განაწყენებული დარჩა
    თარიღი: სექტემბერი 6, 2020, 10:35

    ლეო მესი თანაგუნდელებით იმედგაცრუებული და განაწყენებული დარჩა

    33 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, „ბარსელონაში“ კიდევ ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა.

    Onda Cero-ს ინფორმაციით, მესი გაკვირვებული და იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ მისი მომავლის გაურკვევლობის დროს, თანაგუნდელებისგან არანაირი მხარდაჭერა არ მიუღია.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 სექტემბერს, 33 წლის ფეხბურთელი ლურჯ-ბროწეულისფერთა ვარჯიშზე მაინც არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში დარჩენა Goal.com-თან ინტერვიუში ოფიციალურად დაადასტურა.

    მესიმ არ დამალა, რომ გუნდიდან წასვლას ცდილობდა, მაგრამ ხოსეპ მარია ბართომეუმ მას წასვლის უფლება არ მისცა და მხოლოდ მის გამოსასყიდ თანხას მიუთითებდა, რომელიც 700 მილიონ ევროს შეადგენს.

    ამის გამო, არგენტინელმა თავისი გუნდის პრეზიდენტს და მის მმართველობას საშინელება უწოდა.

  • gurgenidze
    schedule 06 სექ 2020, 13:12

    უპამეკანო და ალაბა გვინდა ჩვენ.. აქ ჩამოთვლილები არ უშველის გუნდს