workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენ აიადი: მესი რჩება

ბენ აიადი: მესი რჩება

“ბარსელონასთან” დაკავშირებული სიახლეების ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ მიჩნეული ჟურნალისტის, აშრაფ ბენ აიადის ინფორმაციით, ლიონელ მესიმ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. ბენ აიადი “ბლაუგრანასთან” დაახლოებული პირია და შიდა საქმეებს კარგად იცნობს. 

ბოლო რამდენიმე საათში იგივე ინფორმაცია რამდენიმე სპორტულმა გამოცემემაც გაავრცელა, მათ შორის, TyC Sport-მა და Cuatro-მ. 

დღეს მესიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კატალონიური კლუბის მხრიდან ტრანსფერის სანაცვლოდ 700 მილიონის მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, თუმცა, ამ ცნობების მიხედვით, ლა ლიგისა და “ბარსას” პოზიცია იმდენად მყარია, რომ არგენტინელს მათთან სამართლებრივ ბრძოლაში შესვლას კიდევ ერთი სეზონით დარჩენა ურჩევნია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • bashi_achuki
    schedule 04 სექ 2020, 19:12

    Ese dzalit datovebis azrs ver vamugameb