ლიონელ მესის მამამ, ხორხე მესიმ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში ჩამოვიდა, ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მისი შვილი შესაძლოა, “ბარსელონაში” კიდევ ერთი წლით დარჩეს.
გავრცელებულ ინფორმაციას, Deportes Cuatro ავრცელებს, მასზე დაყრდნობით კი აღნიშნული ფაქტი უკვე გამოაქვეყნა ცნობილმა ჟურნალისტმა – ტანკრედი პალმერიმაც.
უკვე გავრცელდა კადრებიც, სადაც ხორხე მესიმ ჟურნალისტის შეკითხვას: “შესაძლოა თუ არა მესი “ბარსელონაში” დარჩეს”? უპასუხა: “დიახ” ის ასევე ამბობს, რომ ბართომეუსთან შეხვედრამ “ძალიან კარგად” ჩაიარა.
🎙”Is there a possibility to stay #Messi in #Barcelona?”
🗣 Jorge Messi: “Yes.”
🎙”How was the meeting with #Bartomeu?”
🗣 Jorge Messi: “Very well.”https://t.co/cnOxRUJ7YD
— Barça Buzz (@Barca_Buzz) September 3, 2020
