“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო, მისი თანაგუნდელების უმეტესობის მსგავსად, რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და კლუბის პრიორიტეტი მისი გაყიდვაა.
Sport წერს, რომ ტოდიბოს დამატებით “ფიორენტინაა” დაინტერესებული. იტალიელებს სურთ, 20 წლის მცველი იჯარით, გამოსყიდვის უფლებით დაიმატონ.
ფრანგი მცველი “ბარსელონამ” 2019 წელს შეიძინა, მაგრამ მწვრთნელს მისთვის რეალური შანსი არ მიუცია. ტოდიბომ სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “შალკეში” გაატარა, თუმცა არც იქ გაუმართლა და ტრავმა მიიღო.



