“ბარსელონას” ახალწვეულის, ფრანსიშკუ ტრინკაუს კარიერაში მნიშვნელოვანი სიახლეა: ახალგაზრდა თავდამსხმელი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
განაცხადში “ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნელსონ სემედუ მოხვდა.
UEFA-ს ერთა ლიგის ეგიდით, პორტუგალიელები სექტემბერში 2 შეხვედრას გამართავენ – ხორვატიისა და შვედეთის წინააღმდეგ.




