“ბარსელონა”, “რეალი” და “ატლეტიკო” 19 წლის მარცხენა მცველით არიან დაინტერესებულნი. ახალგაზრდა ფრანგი (წარმოშობით ალჟირელი) რაიან აიტ-ნური ლიგა 1-ის “ანჟეს” საკუთრებაშია და ძირითად გუნდში 2018 წლიდან თამაშობს.
L’Equipe-ის ინფორმაციით, “ბარსას” მხრიდან აიტ-ნურის შეძენის სურვილი პირველად ერიკ აბიდალმა გამოხატა, სანამ კლუბის ტექნიკური მდივნის თანამდებობას დატოვებდა.
ფრანგული გამოცემის ცნობით, აბიდალს “ანჟესთან” კონტრაქტი არ ჰქონია, მაგრამ ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ესაუბრა.
აიტ-ნურს კლუბი 30 მილიონ ევროდ აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ზაფხულში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.




ხო სანამ არ გაძვირდება არ იფიქროთ