workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ნიუელსის” სტატისტიკა ცნობილია: რამდენი გოლი გაიტანა მესიმ აკადემიაში?

“ნიუელსის” სტატისტიკა ცნობილია: რამდენი გოლი გაიტანა მესიმ აკადემიაში?

Diario Ole-მ ლიონელ მესის მიერ “ნიუელს ოლდ ბოისის” აკადემიაში 6-დან 12 წლის ასაკამდე ჩატარებული მატჩების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ამ რიცხების შესახებ ინფორმაცია აქამდე არ მოიპოვებოდა. 

აღმოჩნდა, რომ არგენტინელს 176 შეხვედრაში 234 გოლი აქვს გატანილი, ანუ საშუალოდ 1.32 გოლი ერთ შეხვედრაში. 

წლების მიხედვით, სტატისტიკა ასეთია:

1994: 40 გოლი 29 მატჩში

1995: 35 გოლი 30 მატჩში

1996: 36 გოლი 27 მატჩში

1997: 40 გოლი 36 მატჩში

1998: 27 გოლი 25 მატჩში (ამ სეზონში მესიმ უცნობი მიზეზის გამო რამდენიმე თამაში გამოტოვა)

1999: 55 გოლი 29 მატჩში (“ნიუელსი” დაუმარცხებელი იყო. გუნდმა 29 თამაშიდან ფრედ მხოლოდ 3 დაასრულა)

2000 წლის ბოლოს მესიმ ცხვირსახოცზე ცნობილი კონტრაქტი გააფორმა, მომდევნო წელს კი ესპანეთში გადაბარგდა და “ლა მასიაში” ვარჯიში დაიწყო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • me da barca
    schedule 25 აგვ 2020, 09:38

    ცხვირსახოცზე არა პირსახოცზე. 😅