workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე დაქვეითდა

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე დაქვეითდა

რაკი “ბარსელონამ” სეზონი უტიტულოდ დაასრულა, კატალონიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე პირველ კალათში განთესილი აღარ იქნება. 

ტოპ 8 ადგილი, რომელშიც “ბარსა” ბოლო პერიოდში რეგულარულად ხვდებოდა, შემდეგმა გუნდებმა დააკომპლექტეს: სევილია, რეალი, ლივერპული, იუვენტუსი, ბაიერნი, პსჟ, პორტუ და ზენიტი. 

მეორე კალათში “ბლაუგრანასთან” ერთად იქნება “მანჩესტერ სიტი”, “იუნაიტედი”, “ჩელსი”, “დორტმუნდი”, “შახტარი”, “ბენფიკა” და კიდევ ერთი გუნდი, რომლის ვინაობაც ცნობილი პლეიოფების შემდეგ გახდება. 

რა თქმა უნდა, 6 პოტენციური მეტოქიდან (დანარჩენი 2 ესპანურია) “ბარსელონასთვის” ყველაზე სასურველი “პორტუს” ან “ზენიტის” ჯგუფში მოხვედრა იქნება, სხვა გუნდებთან კი კატალონიელებს ფავორიტის სტატუსი არ ექნებათ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • LBJ23 LM10
    schedule 23 აგვ 2020, 11:38
    #12

    რა ჯგუფიც არ უნდა შეხვდეს,ბარსა უპრობლემოდ გავა,ისე ლივერპულთან ან ბაიერნთან მოხვედრა გაასწორებდა,ოღონდ თუ გავძლიერდებით ტრანსფერებით

  • InFiNiTe8
    schedule 23 აგვ 2020, 09:28
    #11

    ბაიერნთან ან ლივერპულთან გაასწორებდა ჯგუფში, ოღონდ მინიმუმ ვან დე ბეეკი და ლაუტარო უნდა მოვიდნენ ჯერ

  • kortoxa23
    schedule 23 აგვ 2020, 09:08
    #10

    სადაც არ უნდა მოხვდეს ბარსა გრუპიდან გავა და დიდი ალბათობით პირველი ადგილით

  • vegassi54
    schedule 23 აგვ 2020, 01:22
    #9

    ნებისმიერ ჯგუფში ნებისმიერ დროს,ბარსა ყოველთვის ფავორიტია ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ კულეებო.

  • T11
    schedule 22 აგვ 2020, 23:21
    #8

    დავაი, ლივერპული ან ბაიერნი გამოუშვით. დავაჩქაროთ საპრეზიდენტო არჩევნები 😅 😅 😅

  • MARADONA1968
    schedule 22 აგვ 2020, 22:54
    #7

    Iniesta_8,
    ბარსასი ახლაც შეეშინდებათ!

  • Gio end Gio
    schedule 22 აგვ 2020, 22:49
    #6

    კიდევაც მოხდეს ხანდისხან არწივი დაბლა დავარდეს მაგრამ ქათამი ჰაერში ვერასდროს გაინავარდებს!!!გული არ გაიტეხოთ ეს ბარსაა და აუცსაიდერი არავისთან არასდროს იქნება

  • Magician
    schedule 22 აგვ 2020, 22:26
    #5

    ეგ არაფერი, ჩვენ "ბარსელონა" ვართ!

  • t. K. – iniesta
    schedule 22 აგვ 2020, 21:53
    #4

    მწორე კალათაში პირველად კიარ ვხვდებით 🙄 პირველ კალათაში არი ჩემპიონები მხოლოდ, დაქვეითდა არა ის ეს ნორმანული, მე პირადად არასდროს მახსოვს როცა მეორე კალათაში ვიყავით როდესმე მეორე ადგილი დაგვეკავებინა ჯგუფში🙄 და საერთოდ მენპირადად არ მახსოვს ბარსელონამ მეორე ადგილი როდის დაიკავა ჯგუფში… ნუ ქმნით რაღაც უაზრობისგან ტრაგედიას… მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს ასე იყო 2013 წელსაც მაგრამ ყველამ ნახა ბარსას დაბრუნება.

  • Iniesta_8
    schedule 22 აგვ 2020, 21:38
    #3

    არადა რამდენიმე წლის წინ არავის უნდოდა ბარსასთან შეხვედრა. რა დონეზე დაეცა კლუბი

  • mesi_10
    schedule 22 აგვ 2020, 21:21
    #2

    რა დრო დადგა ერთ დროს მრისხანე ბარსელონას ზენიტთან ან პორტოსთან რომ ექნება სანატრებელი ჯგუფში მოხვედრა.. კაი და ამათმაც მოუგეს და შეგვარცხვინეს მერე? ალბათ კიდევ უფრო დაბალი დონის გუნდთან ისურვებენ ჯგუფში ყოფნას მაგალითად ბატესთან ან მისი დონის გუნდთან. 😥

  • MARADONA1968
    schedule 22 აგვ 2020, 21:11
    #1

    არაუშავს, არწივი ხანდახან დაბლა ეშვება, მაგრამ ეს ქათმები ბარსასავით ასე ზეცაში ვერასდროს აფრინდება!