“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო: კატალონიელებმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთის მეორე უძლიერესი გუნდი, მადრიდის “ატლეტიკო” დაამარცხეს.
“ბარსელონა” მოედანზე უპირატესობას ფლობდა, მატჩის ერთადერთი გოლი კი მე-80 წუთზე ჰეირა ამრაუიმ გაიტანა.
“ბარსელონას” მომდევნო მეტოქე “ვოლფსბურგი” იქნება, რომელმაც დღეს “გლაზგო სიტის” 9-1 მოუგო. დანარჩენი ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ხვალ გაირკვევა.
“ბარსამ” წინა სეზონში ფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ “ლიონი”, რომელიც ხვალ “ბაიერნს” შეხვდება და დიდი ალბათობით დაამარცხებს, გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა. წელს “ბლაუგრანას” მეტის იმედი აქვს.
![“ბარსელონა” ნახევარფინალშია! ქალთა გუნდმა “ატლეტიკო” დაამარცხა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2020/08/1598038668_b.jpg)



ქალებმა მაინც მიაღწიონ რამეს,აბა კაცებმა მთლად ჩაისვარეს,ფინალი კაი შედეგი იქნება,ლიონი მოიგებს წელსაც დიდი ალბათობით,ძაან დომინანტია ქალთა ფეხბურთში,პეპის ბარსასავით
ისედა გოლს რო იტანენ ბოლო წუთებზე გადამწყვეტ მატჩებში ბიჭებივით მაისურს რატო არ იხდიან ხოლმე სიხარულისგან :(:):(:(
😂 😂 😂 მაგაზე რომ არ იოცნებოთ რაფაელის ნახატებს უყურეთ ხოლმე ხშირად 😂 😂
გილოცავთ გოგოებო მაგარია 🥉 ⚽ 😍
ისედა გოლს რო იტანენ ბოლო წუთებზე გადამწყვეტ მატჩებში ბიჭებივით მაისურს რატო არ იხდიან ხოლმე სიხარულისგან :(:):(:(
რა გოგოები გვყავს 😀
ქალთა გუნდი დღეს თუ არა ხვალ ლიგას დადებს.
შარშანაც
8-2 ესენი კიარა ამათზე დაბალი ასაკობრივი ქალთა გუნდიც არ წააგებდა ბავარიასთან :)) სამარცხვინოები, თვითონ უნდა ითხოვდნენ გუნდიდან გასხმას პირველ რიგში და რა უსინდისოდ ჩუმად არიან
წელს კაცებზე მეტს მიაღწიეს 🙂