“იუვენტუსი” ლუის სუარესით დაინტერესდა

“იუვენტუსი” ლუის სუარესით დაინტერესდა

ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” ცენტრალური თავდამსხმელით, ლუის სუარესით დაინტერესდა, იტყობინება Marca.

წყაროს ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონი” გუნდის გაძლიერებას გეგმავს, რათა სერია A ზედიზედ მეათედ მოიგოს და 1995/96 სეზონის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებას შეეცადოს. 33 წლის ურუგვაელი კი ტურინელების ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.

გავრცელებული ცნობებით, სუარესით ასევე ამერიკული MLS-ის გუნდი, “ინტერ მაიამი” ინტერესდება, რომლის მფლობელიც ლეგენდარული დევიდ ბექჰემი გახლავთ. ამ გუნდმა, ცოტა ხნის წინ, “იუვენტუსიდან”, ბლეზ მატუიდი დაიმატა.

სუარესმა 2019/20 სეზონში, ყველა ტურნირზე, 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და გააკეთა 12 შედეგიანი გადაცემა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • davidus2020
    19 აგვ 2020, 22:00

    ერთი წელი ჯეკა ბარსაში უნდა დარჩეს ,მერე ამერიკაში გადავიდეს

  • Iniesta_8
    19 აგვ 2020, 21:36

    იუვენტუსს არ უნდა მივცეთ. აიაქსში დაბრუნდეს ან ფულის სახვეტად წავიდეს სადმე

  • GIo-GxP-FCB
    19 აგვ 2020, 21:18

    წადი სუა როგორც ლეგენდას შეეფერება დაუთმე გზა ახალგაზრდებს სკამის მოთამაშედ ვერ წარმოვიდგენ შენ თავს მეცოდები სკამისთვის მაგრამ ბარცაშიც ცვლილებების დროა