Marca-ს ინფორმაციით, ლა ლიგის 2020/2021 სეზონი სავარაუდოდ 12 სექტემბერს დაიწყება.
“ბარსელონა” ჩემპიონატს ყველაზე გვიან, 26 სექტემბერს დაიწყებს. “რეალი” და “ხეტაფე” ჩემპიონატს ერთი კვირით ადრე დაიწყებენ, “სევილია” და “ატლეტიკო” კი “ბარსელონას” მსგავსად მესამე სათამაშო დღეს ითამაშებენ.
ზემოთხსენებულმა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე, ამრიგად, 2019/2020 სეზონი ყველაზე გვიან დაასრულეს.
მოსალოდნელია, რომ ჩემპიონატში ზამთრის შესვენება არ იქნება, მატჩები 30 დეკემბერსაც ჩატარდება.
“ბარსელონა”, “რეალთან”, “ატლეტიკთან” და “სოსიედადთან” ერთად ესპანეთის სუპერ თასზეც ითამაშებს, რომლის ჩატარება იანვარშია დაგეგმილი.




და ატლეტიკი და სოსიედადი როდის ითამაშებენ? თასი არ უნდა გაითამაშონ? თუ გაიყვეს შუაზე და მალავენ.
წარმატებები ამ ახალ მწვრთნელს ახალ ფეხბურთელებს და მოგვევგოს ყველა მატჩი ეგაა მთავარი მგონია რო კუმანი დადებს შედეგს
ეს რა ქლიაობაა ბარემ ყველამ 12 სექტემბერს დაიწყოს