Diario AS-ის ცნობით, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, “ბაიერნთან” მატჩში იგივე ნახევარდაცვის ტრიო არ ათამაშოს, რომელსაც “ნაპოლისთან” შეხვედრაში ენდო.
კიკე სეტიენი 3 დღის წინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში ივან რაკიტიჩის თამაშით უკმაყოფილოა. გუნდის სამწვრთნელო შტაბს ხორვატი ფეხბურთელის მოძრაობები არ მოეწონა და იმედი განსაკუთრებით მაშინ გაუცრუვდა, როცა ივანის მიერ წესების დარღვევის გამო “ბარსას” კარში პენალტი დაინიშნა.
32 წლის ნახევარმცველი “ნაპოლისთან” ძირითად შემადგენლობაში იმიტომ მოხვდა, რომ სერხიო ბუსკეტსსა და არტურო ვიდალს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ.
“ბაიერნის” წინააღმდეგ, სავარაუდოდ, მოედანზე სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი და არტურო ვიდალი ან სერჟი რობერტო იქნებიან.
“ბლაუგრანა” “რეკორდმაისტერს” 14 აგვისტოს დაუპირისპირდება.




8-I N I E S T A-8
ნუ თამაშის საწყისში ალბათ რობერტო ჯობნის :))
ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი და რობერტო ძირითადში, ვიდალი და პუჩი ზამენაზე, მეორე ტაიმში რომ გუნდმა არ მიიძინოს.
სწორია, მგონი სჯობს ბუსი ფრენკი და რობერტო იყოს სასტარტოში და მერე ვიდალი რობერტის ნაცვლად თუ ვერ აეწყობა თამაში
როგორ ფიქრობ ჯობს ვიდალის დაყენება თუ რობერტო დავაყენოთ🙃
ჩემი აზრით ორივე. 4-4-2 უნდა ვითამაშოთ როგორც ლივესთან კამპ ნოუზე პირველი. 11 რობოტს ვეთამაშებით ფაქტიურად. გნაბრი უნდა გავაჩეროთ და ამას სემედო რობერტო ერთად დაჭირდება. გრიზმანი ამოვარდეს ჯობია მაინც ვერაფერს გვმატებს. ეგ და ფატი შემოვლენ მერე და შეტევაც გაძლიერდება რო დაგვჭირდება. ბუსი ფრენკი ვიდალი რობერო ნახევარდაცვაში. გრიზის ფუნქციას ვიდალი შეასრულებს, უკეთესი გამტანიც კია ამ ეტაპპზე
"ნაპოლისთან" ყველაზე ცუდად ამან ითამაშა. პენალტი ამის ცუდ მოქმედებას მოჰყვა, შეცდომები ჰქონდა.
როგორ ფიქრობ ჯობს ვიდალის დაყენება თუ რობერტო დავაყენოთ🙃
32 წლის ასაკში ეს მაქსიმუმ ზაგრების დინამოში უნდა თამაშობდეს და კიდე ბარსელონაში გდია, ვითომ ჩავიზე დიდია
ძლიივს გაუნათა გონებამ ამის დაყენება როგორ შეიძლება სისწრაფეში არწყევინებს ბავარია ეს კუზე ნელი როდის მოშორდება ბარსას