workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესიმ დასვენების დღეს ვარჯიში გადაწყვიტა

ლიონელ მესიმ დასვენების დღეს ვარჯიში გადაწყვიტა

როგორც ჩანს, ლიონელ მესის 5-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან უნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს “ბარსელონას” ფეხბურთელები ისვენებდნენ, არგენტინელი “სიუტატ ესპორტივაზე” გამოცხადდა და სავარჯიშო მოედანზე 1 საათი და 30 წუთი გაატარა. ეს ინფორმაცია კატალონიურმა Sport-მა ახლახანს გაავრცელა. 

გუნდის სრული შემადგენლობა ხვალ, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე ივარჯიშებს, ხუთშაბათს კი “ბარსა” პორტუგალიაში გაემგზავრება. 

მიუნხენის “ბაიერნთან” მატჩი, რომელიც 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება, ლიგის ნახევარფინალისტის ვინაობას გაარკვევს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Pique_3
    schedule 11 აგვ 2020, 17:17

    ეეეე აქანე დეენძრა ბავარიას

  • Barca1980
    schedule 11 აგვ 2020, 12:31

    ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება(დარწმუნებული ვარ მესისაც), რომ ლუზერი და უუნარო ხელმძღვანელობის გამო , ლუზერი ზიდანის დამოძღვრილ , ბოღმიანების გუნდს და მესის ბულკებს ისტორია დააწერინეს , ალბათ ყოველთვის გვექნება მთელ მსოფლიოში მესის სპექტაკლის მოყვარულებს , რაღაც სიცარიელე , რასაც წელს მესის ჩემპიონთა ლიგა , მიუხედავად იმისა , რომ ფავორიტად არავინ გვთვლის(კიდევ ერთი კურიოზი , გუნდში მესი გყავდეს და ფავორიტად არ ითვლებოდე) და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონობა თუ შეგვივსებს . წლები გავა და ყველა ბოღმის ბუკეტი აღიარებს მერე , თუ ვინ არის ისტორიაში საუკეთესო .

  • JUZI
    schedule 11 აგვ 2020, 09:54

    მაგარი კაცი და მისაბაძი მაგალითი ყველა ბარსელონელისთვის.

  • katalomia
    schedule 11 აგვ 2020, 03:56

    კულიბალის რომ ბურთი მოპარა ამან და გოლის ეპიზოდში რაც იკისრა კიდე, მანდ აჩვენა ყველას რა შემართებით არის წელს ლიგაზე. ისე სუაც რომ დაგებუქსირებია და დივანზე ნაწოლი ერთი ადგილი არ გაუსივდეს მთლად მაგარი იქნებოდა (მეზობლები კი ხართ).
    ის ბოატენგი რომ ნახავს ამ news ხო საერთოდ კანკალით გამოვა სათამაშოდ.
    იტოგში ბარგს უნდა ალაგებდეს ბავარია და 14 რიცხვის ლისაბონი – მიუნხენის ბილეთს ჯავშნიდნენ ის დროა რა.

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 11 აგვ 2020, 03:50

    ფორმაში უნდა იყოს ბიჭს და მიდი შვიდი იკლავს ვარჯიშით თავს😀3 თამაში უნდა მოიგო მხოლოდ 3 ჰობიტო🙃😂😂

  • duggu
    schedule 11 აგვ 2020, 02:14

    მიდი ლომო, მხოლოდ შენ შეგიძლია თამაშის ბედი შენ მარცხენაზე დაიხვიო

  • B.A.r.c.A
    schedule 11 აგვ 2020, 02:12

    მერე იტყვიან სტადიონზე არ დარბის ეზარებაოო 😁 ბაიერნს გავცდეთ და გვარდი მესის ვერ მოუგებს დარწმუნებული ვარ

  • Magician
    schedule 11 აგვ 2020, 01:48

    ყველა მხრივ სამაგალითოა.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 11 აგვ 2020, 01:00

    აბა დანარჩენებივითი კი არ არის ერთი ადგილის განძრევა რო ეზარებათ

  • M10 S9 D11
    schedule 11 აგვ 2020, 00:58

    ოპაა სერიოზულად ემზადება ლომიიი

  • Iniesta_8
    schedule 11 აგვ 2020, 00:52

    წელს ურთულესი იქნება ლიგის მოგება, ყველა ეტაპზე საუკეთესო გუნდი გვხვდება. შარშან უნდა მოეგოთ და წელს აღარავინ მოთხოვდათ

  • Arthur008
    schedule 11 აგვ 2020, 00:30

    Wooow