“ბარსელონას” 20 წლის ფრანგმა მცველმა, ჟან-კლერ ტოდიბომ, პორტუგალიური “ბენფიკას” წინადადება უარყო, რომელიც ფეხბურთელის იჯარით აყვანას ან შეძენას გეგმავდა, იტყობინება L’Equipe.
საქმე ისაა, რომ ტოდიბოს პორტუგალიის ჩემპიონატში თამაში არ სურს და უკეთეს წინადადებას ელოდება, როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
ტოდიბო ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელიც “კამპ ნოუს” დიდი ალბათობით ამ ზაფხულსვე დატოვებს. კატალონიელები ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ აფასებენ. ფრანგი აქამდე “მილანს”, “ევერტონს”, “ატალანტასა” და “ვულვზსაც” დაუკავშირეს.
მიმდინარე სეზონში მცველმა 13 შეხვედრა ჩაატარა, 3 “ბარსელონას” შემადგენლობაში, 10 “შალკეს” რიგებში.



ეს თუ გაყიდეთ და მოგი**ანთ გამზრდელი❤
ეხლა 25 გაყიდიან და ერთი წლის მერე დაუწყებენ დევნას და 125 გადახდას. უტვინო და მავნებელი ხელმძღვანელობა გვყავს.
უბრალოდ არიციან ვის ყიდიან ჯერ
ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს ტიპს რო ბევრ მცველს ჯობია. ინტერთნან თამაშს თუ უყურეთ ვინმემ მიხვდებოდით როგორი მცველიცაა პიკეს მაგონებს ახალგაზრდულ წლებში ბურთი ამოაქვს მაგრად და ბურთიც კარგად იცის იჯარით მაინც გაუშვან
ეს ბიჭი არ გაუშვათ :/