workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მერტენსი: ლანგლეს გოლის შემდეგ, “ნაპოლის” დაავიწყდა თუ როგორ ეთამაშა

მერტენსი: ლანგლეს გოლის შემდეგ, “ნაპოლის” დაავიწყდა თუ როგორ ეთამაშა

“ნაპოლის” ბელგიელმა ფორვარდმა, დრის მერტენსმა, “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ (1-3) კომენტარი გააკეთა. 

“საწყის 10 წუთში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, შემდეგ კი კატალონიელებს თამაში ვაჩუქეთ. ლანგლეს გოლის შემდეგ დაგვავიწყდა თუ როგორ გვეთამაშა. “ბარსელონას” პროფესიონალიზმი უმაღლესი დონისაა, ისინი მომენტებს არაფრისგან ქმნიდნენ. 

შესვენების შემდეგ, შესანიშნავი ფიზიკური ფორმა წარმოვაჩინეთ და საფრთხეები შევქმენით, თუმცა კვლავ რეალიზაციამ გვიღალატა. ჩვენ გაკვეთილი მივიღეთ, შემდეგი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები.” – მერტენსის სიტყვებს Football Italia ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • JUZI
    schedule 09 აგვ 2020, 14:29

    გაიმარჯვა კლასმა და გამოცდილებამ.

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2020, 13:39

    "ბარსელონას" პროფესიონალიზმი უმაღლესი დონისაა, ისინი მომენტებს არაფრისგან ქმნიდნენ".

    აი ესღა დაგვრჩა: "პროფესიონალიზმი ანუ ტექნიკა"
    დანარჩენი: ფიზიკა, მონდომება, ჟინი, თავგანწირვა, ბრძოლა ბოლომდე და არა პირველ ტაიმში მარტო. სადღაც წავიდა, შეიძლება სიბერის ბრალიც არის(გუნდი დაბერდა) არ ყოფილა ისტორიაში ჯერ ისე რომ ერთ გუნდს 15 წელი უმაღლეს დონეზე ეთამაშოს.და არა აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი მწყემსია თუ გენიოსი.

  • M10 S9 D11
    schedule 09 აგვ 2020, 12:58

    ლენგლემ დონე დადო გუშინ კედელივით იდგა დაცვაში