workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინსინიე: არ ვფიქრობ, რომ “ბარსელონამ” რამით გვაჯობა

ინსინიე: არ ვფიქრობ, რომ “ბარსელონამ” რამით გვაჯობა

“ბარსა”-“ნაპოლის” შეხვედრა (3-1) იტალიური კლუბის კაპიტანმა, ლორენცო ინსინიემ შეაფასა, რომელმაც 45+5′ წუთზე სტუმართა მხრიდან შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. 

“თავიდანვე ვიცოდით, რომ უძლიერეს გუნდს ვუპირისპირდებოდით, მაგრამ ტურნირიდან გამოვარდნა მაინც ძალიან გულდასაწყვეტია. პირველ ტაიმში ცოტა მეტი უნდა გაგვეკეთებინა. საერთო ჯამში, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შესაძლებლობების 100% ვერ გამოვავლინეთ. 

არ ვფიქრობ, რომ “ბარსელონამ” რამით გვაჯობა, უბრალოდ, მათ მომენტები გოლებად აქციეს, ჩვენ კი – ვერა. ახლა უკვე მომდევნო სეზონზე ვფიქრობთ”. – თქვა ინსინიემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 09 აგვ 2020, 13:37

    ზუსტად ეგაა კლასი. ანგარიშს შეხედე, არ ჩათვლილი გოლი გაიხსენე და საეჭვო პენალტიც და მიხვდები ვინ ვის აჯობა.

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2020, 10:40

    სწორეა, ვერ გაჯობათ, მაგრამ მეტი გოლი გაგიტანათ, ეს კი იმას ნიშნავს რო მოგიგოთ.
    ხოლო მოგებული უკეთესია რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ. კითხეთ რომას, ლივერპულს.

  • JUZI
    schedule 09 აგვ 2020, 08:02

    კლასით პაპა,კლასით და ორი გოლით.

  • tigresa
    schedule 09 აგვ 2020, 07:53

    გოლებით:)😀😀

  • njanka1977
    schedule 09 აგვ 2020, 07:41

    რა თქმა უნდა ვერ გაჯობეს, უბრალოდ იმდენად დაიხარჯნენ, რაც თქვენთან დასჭირდათ

  • Lasha71
    schedule 09 აგვ 2020, 03:02

    სულ არაფრით :)))))))))))))

  • FloweN
    schedule 09 აგვ 2020, 01:43

    პირველ ტაიმში გუნდმა მშვენივრად ითამაშა. კომბინაციებიც აკეთეს, ირბინეს კიდეც და გოლებზე არ ვსაუბრობ ვაფშე, პირველი ტიამი 4-0 იყო წამოსაღები, სად დაინახეს ლეოს ხელი არ ვიცი…
    მეორე ტაიმში დადგნენ და წინ გახედვაც არ უნდოდათ.-რატო?
    იმიტო რო 14 ში ბაიერნთან გვაქ სათამაშო🤣

  • Clever liar
    schedule 09 აგვ 2020, 01:42

    ისეთ ფუნა ფეხბურთს ვთამაშობთ როჟები რო აგებენ არ გვჯერაო იძახიან უკვე 😀 ამათ რო მოეგოთ ალბათ კლუბადაც აღარ ჩაგვთვლიდნენ. იტყოდნენ არავისთან გვითამაშიაო :)))))

    ეგ იმის ბრალია 1 რაკიტიჩი რო გვყავს მარტო გუნდში, იყიდე რა 6 7 რაკიტიჩი ააწყვე რა გუნდი სისწრაფეზე…

  • M10 S9 D11
    schedule 09 აგვ 2020, 01:37

    ფეხი არ გაუნძრევია გუნდს და ისე გადაგიარათ 3-1 აი რა გაბლატავებს შე მეტრა ნახევარო