“ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს წევრი, ჟოან ბლადე, რომელიც კლუბში კორონავირუსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის დღეს გასამართ მატჩზე ყველა სანიტარული ნორმა დაცული იქნება.
იგი ამ განცხადებით ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, პასუხობს, რომელიც შეხვედრის “კამპ ნოუზე” ჩატარების წინააღმდეგი იყო.
“კლუბში უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა არის მიღებული, მათ შორის სოციალური დისტანცირება, ნიღბები, ჩვენს ფეხბურთელებს, სტაფთან ერთად, ყოველ ორ დღეში ერთხელ ტესტი უტარდებათ. პირველ რიგში, ჩვენ გვსურს ყოველგვარი რისკის გამორიცხვა.
ჩვენ გვინდა UEFA-ს მადლობა გადავუხადოთ, რადგან შინ თამაშის საშუალება მოგვეცა, ისევე, როგორც “ნაპოლის” პირველ შეხვედრაში. ჩვენი სურვილია, უსაფრთხოება ვუზრუნველვყოთ და ამით სამაგალითონი ვიყოთ”, – ბლადეს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრა სტარტს, თბილისის დროით, 23:00 საათზე აიღებს.
სულ 350 კაცი უნდა დაესწროსო და რა საშისროებაზეა საუბარი?