workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა”-“ნაპოლის” ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება

“ბარსა”-“ნაპოლის” ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება

იტალიური კლუბის პრეზიდენტის მუქარის მიუხედავად, “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შეხვედრის “კამპ ნოუზე” ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივმა საბჭომ UEFA-ს რეკომენდაცია უკვე მისცა, რაც ჯანმრთელობის დეპარტამენტის მდივანმა, ჟოზეპ მარია არიმონმა, RAC1-თან ინტერვიუში დაადასტურა. 

“მატჩი ჩვეულებრივად ჩატარდება. კატალონიაში ახლანდელი მდგომარეობა იმაზე უკეთესია, რაც ერთი კვირის წინ იყო. 

სტადიონზე სულ 350 ადამიანი იქნება, თანაც UEFA-ს პროტოკოლს, რომელიც ძალიან მკაცრია, ზედმიწევნით ვიცავთ”. – განაცხადა მან. 

“ბარსა”-“ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირება 8 აგვისტოს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. იტალიურ მხარეს მატჩის ბარსელონაში გამართვა ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო არ სურდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • JUZI
    schedule 05 აგვ 2020, 18:10

    მაგარია, საკუტარ კედლებსი თამაში სულ სხვაა.

  • MARADONA1968
    schedule 05 აგვ 2020, 16:51

    ნაპოლის განადგურების დღეა კამპ ნოუზე