workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლო მეკარე, რომელმაც მესის პენალტი აუღო: უბრალოდ გამიმართლა

ბოლო მეკარე, რომელმაც მესის პენალტი აუღო: უბრალოდ გამიმართლა

არც ისე დიდი ხნის წინ თერთმეტმეტრიანების შესრულება ლიონელ მესის ყველაზე სუსტ წერტილად ითვლებოდა, თუმცა არგენტინელმა ამ კომპონენტში თავისი შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა. ბოლოს, “ბარსას” კაპიტანმა პენალტი 2019 წლის თებერვალში ვერ გამოიყენა – მისი შეჩერება “ვალიადოლიდის” მეკარე ჟორდი მასიპმა შეძლო, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი “ბარსელონაში” ჰქონდა გატარებული. 

31 წლის ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ახლაც “ვალიადოლიდის” ღირსებას იცავს, ამ მომენტს იხსენებს. 

“პირველი პენალტი ძალიან კარგად იყო შესრულებული, მეორე შემთხვევაში კი უბრალოდ გამიმართლა. სიმართლე რომ ვთქვა, “ბარსელონაში” ვარჯიშის დროს მესის თერთმეტმეტრიანებს ხშირად ნამდვილად ვერ ვიგერიებდი”. – ამბობს მასიპი. 

იმ 20 მეკარეს შორის, რომლებსაც ლეოს პენალტები აღებული აქვთ, მასიპთან ერთად, ლეოს ამჟამინდელი თანაგუნდელი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც შედის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • JUZI
    schedule 05 აგვ 2020, 08:51

    შენ ყოფილიყავი ბოლო და უკანასკნელი ვინც ლომის დარტყმული პენალი აიღო.

  • Barca_MNS
    schedule 05 აგვ 2020, 00:12

    ამ ბიჭს ვგულშემატკივრობ, სულ რომ მე3 დივიზიონის გუნდში იყოს. იმედია პენიას ამის გზას არ დაუყენებენ და ნეტუს და 80 წლის ფეხბურთელებს არ მოყვანენ სულ-