workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
The Times: კოუტინიო მიკელ არტეტას 3 სასურველ ტრანსფერში შედის

The Times: კოუტინიო მიკელ არტეტას 3 სასურველ ტრანსფერში შედის

როგორც The Times იტყობინება, ფილიპე კოუტინიო “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. 

არტეტას კოუტინიოსთან ერთად ტომას პარტეისა (“ატლეტიკო”) და ვილიანის (“ჩელსი”) შეძენა სურს, ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ჩამოთვლილი მოთამაშეები არტეტას მთავარი სამიზნეები გახლავთ. 

აქამდე უკვე ცნობილი გახდა, რომ “მეთოფეები” კოუტინიოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს + მატეო გენდუზის დამატებას განიხილავდნენ, თუმცა ოფიციალურ დონეზე ჯერ არაფერია ცნობილი. 

გერმანული საფეხბურთო პორტალი Transfermarkt კოუტინიოს ამჟამად 56 მილიონ ევროდ აფასებს, “ბარსელონამ” ბრაზილიელის სანაცვლოდ 2018 წელს 145 მილიონი ევრო გადაიხადა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • JUZI
    schedule 04 აგვ 2020, 18:48

    აზრზე ხარ, რაც ბართომ გადაიხადა იმის მესამედი ღირს ეხლა კლიენტი.

  • nika 54
    schedule 04 აგვ 2020, 17:20

    ფილიპე კოუტინიო "არსენალის" მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
    "მეთოფეები" კოუტინიოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს + მატეო გენდუზის დამატებას განიხილავდნენ
    "ბარსელონამ" ბრაზილიელის სანაცვლოდ 2018 წელს 145 მილიონი ევრო გადაიხადა.

    კარგია არა? 145 მილიონი გავისროლეთ, და ამას რაღაც 10 მილიონად+ვიღაც არგამოდგარი ფეხბურთელი.
    რა ეშველება ბარსას კიდევ ერთი წელი ამ ვითომ პრეზიდენტის ყურება არ გინდა.