დღეს, “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დღიდან ზუსტად 3 წელი სრულდება. 2017 წლის 3 აგვისტოს გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნეიმარმა, კატალონია დატოვა და “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდა.
ბრაზილიელი თავდამსხმელი ნასერ ალ-ხელაიფის ძვირადღირებული პროექტის ნაწილი დიდი იმედებით და მოლოდინით გახდა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, გადაწყვეტილება მალევე ინანა და “ბარსელონაში” დაბრუნების სურვილი საჯაროდაც დაადასტურა. წინა ორ ზაფხულში კატალონიელებმა პსჟ-ს მოსაწონი შეთავაზება ვერ მოამზადეს და ტრანსფერი გადაიდო, წელს კი კლუბის ფინანსურ რესურსებს ზიანი კორონავირუსმა მიაყენა. დიდი ალბათობით, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე საგა ისევ გაგრძელდება.
“ბარსასთან” ერთად გატარებულ 4 სეზონში ნეიმარმა 10 ტიტულის მოგება მოახერხა. მან სულ 123 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 68 გოლი გაიტანა, 38 ასისტი შეასრულა და თავისი მომავალი კლუბის წინააღმდეგ ისტორიული ქამბექი შემოგვთავაზა.
ნეი გოლების გატანას ლიგა 1-შიც ბლომად ახერხებს, თუმცა პსჟ-სთან ერთად რეალური წარმატების მიღწევამდე ჯერ კიდევ ბევრი აშორებს, “ბარსელონას” კი მისი წასვლის შემდეგ საკუთარი თავი ჯერაც ვერ უპოვია.



ბარსას კიდევ ეშველება მაგრამ ამან კარიერა დაინგრია რომელიც აღარ განმეორდება.
ბარსას კი ეშველევა, მაგრამ მესის და სუარესს რა ეშველებათ, ამ სამ წელიწადში რამდენი ტიტული დავკარგეთ, ბოლო ბოლო მესი ხო არ ახალგაზრდავდება. ერთ ლიგას როგორ ვერ დადებდნენ, და რონალდუს არ ექნებოდა სალაპარაკო რო ჩემპიონთა ლიგაზე მეტი გამარჯვება აქვს.
მაგ 2017 წლის 3 აგვისტოს დედა ვატირე შენ რომ ფულში გაგვცვალე, იმის მერე ვერც შენ გაიხარე ხო ხედავ?
ბარსას კიდევ ეშველება მაგრამ ამან კარიერა დაინგრია რომელიც აღარ განმეორდება.
უდიდესი შეცდომა მის ცხოვრებაში,რა წლები დაკარგა თვითონაც და რა წლები დააკარგვინა ბარსასაც