workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯუზეპე მაროტა: მესი ოცნებაა და არა ჩვენი მიზანი

ჯუზეპე მაროტა: მესი ოცნებაა და არა ჩვენი მიზანი

“ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, ლიონელ მესისა და “ნერაძურის“ კავშირზე გამოგონილ ჭორებზე კომენტარი გააკეთა:

“მესი საფეხბურთო ფანტაზიის მწვერვალია, მისი დამატება ოცნებაა და არა ჩვენი მიზანი. ვფიქრობ, რომ ის კარიერის “ბარსელონაში“ გაგრძელებას აპირებს.“

მესის გარშემო აჟიოტაჟი მისი მამის მილანში გამოჩენის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად მედიამ ხორხე მესის ვიზიტი მილანელებთან საკონტრაქტო დეტალების შეთანხმებას მიაწერა.

რეალურად კი მას სახლის შეძენა სურდა, რათა საგადასახადო სისტემის უკეთესი მექანიზმის გამო, ბიზნეს-შეთანხმებები იტალიიდან ეწარმოებინათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 26 ივლ 2020, 13:56

    ციტატა: mesito
    ჩვენ უკეთესი საგადასახადო სისტემა გვაქვს არ უნდა რომ თბილისიდან აწარმოოს ბიზნეს შეთანხმებები?


    ოფიციალურად კი.

  • ჯერემი რენერი
    schedule 26 ივლ 2020, 11:15

    ციტატა: mesito
    ჩვენ უკეთესი საგადასახადო სისტემა გვაქვს არ უნდა რომ თბილისიდან აწარმოოს ბიზნეს შეთანხმებები?


    🙄 ლოლ