workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამი მცველი “ბარსას” რადარზე

სამი მცველი “ბარსას” რადარზე

“ბარსელონა” მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებას ეცდება, ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან “ბარსამ” გრანდებს შორის, ფინანსურად ყველაზე მეტად იზარალა, ამიტომ გუნდები ეძებენ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც კონტრაქტი ეწურებათ და მათი შეძენა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

ფეხბურთელები ასეთი კონტრაქტით, “ბარსას” სტანდარტს, რომ აკმაყოფილებდნენ, ცოტანი არიან, მაგრამ მაინც არიან. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსას” პირველი მიზანი ერიკ გარსია იქნება, რომელსაც გუნდის ცენტრალური ზონის გაძლიერება შეუძლია, მისი უპირატესობა, გარდა ხელსაყრელი კონტრაქტისა, არის ის, რომ “ლა მასიას” აღზრდილია და “ბარსელონას” კარგად იცნობს. რაღაცით ჟერარ პიკეს ისტორიასაც წააგავს მისი ინგლისში გადაბარგება, ახლა კი შანსი აქვს უკან დაბრუნდეს, მაგრამ პრობლემას ქმნის პეპ გვარდიოლა, რომელიც მის დათმობას არ აპირებს. თავის დროზე, პიკე სწორედ გვარდიოლას მოთხოვნის შემდეგ დააბრუნეს “მანჩესტერიდან”, სერ ალექსმა კი კარიერაში დაშვებულ ორ ყველაზე დიდ შეცდომად, იაპ სტამის და ჟერარ პიკეს გაშვება დაასახელა. პეპმა იცის, როგორ შეუძლიათ “ლა მასიას” აღზრდილებს ინგლისში თამაში, “სიტის” კი ნამდვილად შეუძლია გარსიას ისეთი კონტრაქტი შესთავაზოს, რაზეც უარს ვერ იტყვის.

გასათვალისწინებელია, რომ გვარდიოლას გუნდს, დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები აქვს. პეპი მხოლოდ ემერიკ ლაპორტს ენდობა, კომპანის წასვლის შემდეგ, “სიტის” დაცვა ცუდად გამოიყურება და ნახევარცმცველ ფერნანდინიოს უწევს დაცვაში თამაში, ამიტომ, გარსიას ხელსაყრელი კონტრაქტის მიუხედავად, მისი გადმობირება ურთულესი იქნება.

ყველაზე კარგი ვარიანტია დავიდ ალაბა, მასაც ერთ წელიწადში ეწურება კონტრაქტი და “ბაიერნს” უნდა აწყობდეს მისი გაყიდვა, მაგრამ ალაბა გარსიაზე ძვირი დაჯდება, გარსიაზე მეტ ხელფასს მოითხოვს და მისი გადაბირების მსურველიც გაცილებით მეტი კლუბი იქნება, მათ შორის, ისევ და ისევ, “მანჩესტერ სიტი”, თავის განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობებით.

ალაბა საუკეთესო ვარიანტია, იმიტომ, რომ თანაბრად კარგად თამაშობს როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში. ორ პრობლემას ერთდროულად მოაგვარებდა.  “ბარსელონას” ჯერ კიდევ მაშინ სურდა მისი გაფორმება, როცა ჟორდი ალბა საუკეთესო სეზონებს ატარებდა.  

მესამე მცველი, რომელსაც კონტრაქტი ეწურება, პსჟ-ის მარცხენა მცველი, ხუან ბერნატია. ბერნატი ამ სეზონს განსაკუთრებულად კარგად ატარებს და “ბარსას” ინტერესიც დაიმსახურა, მაგრამ რამდენადაც პსჟ-ს ვიცნობთ, ისინი ფეხბურთელს მხოლოდ მაშინ გაუშვებენ, თუ ეს მათ ინტერესებში იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nikusha
    schedule 31 ივლ 2020, 19:12

    ციტატა: M10 S9 D11
    ალაბა ისედაც მოსაყვანია ალბას კონკურენტი სჭირდება რაც შეეხება ცენტრალურ ზონას თუ ვერ მოყავთ ეს გარსია არანაირი პრობლემა არაა გვყავს ტოდიბო და ის დატოვონ


    ალაბას მოყვაბით 2 კურდღელს დავიჭერთ ერთდროულად

  • M10 S9 D11
    schedule 31 ივლ 2020, 18:52

    ალაბა ისედაც მოსაყვანია ალბას კონკურენტი სჭირდება რაც შეეხება ცენტრალურ ზონას თუ ვერ მოყავთ ეს გარსია არანაირი პრობლემა არაა გვყავს ტოდიბო და ის დატოვონ

  • Anssumane
    schedule 31 ივლ 2020, 17:38

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Lautaro Martínez
    პოჩეტინოს უწინასწარმეტყველებდენ ნიუკასლის ჩაბარებას მაგრამ როგორც ჩანს არაბებმა აღარ იყიდეს ნიუკასლი და ისე გაასწორებდა ეგ ბარსაში კიაქ ნათქვამი რო ბარსას არ გავწვრთნი ესპანიოლის გამოო მაგრამ ასეთი რამ ბევრს უთქმია და შემდეგ პირიქით მოქცეულა პლიუს ესპანიოლი გავარდნილია ლალიგიდან და რომ რამე არ წავა ? ისე მაგრა გაასწორებდა

    არაბებმა კი რაიქნება იყიდონ მილანი ჩემი უსაყვარლესი კლუბია მილანი პირველად სწორედ მილანის გამო დავიწყე ფეხბურთზე ყურება და შევჩენკოს გამო მათ შემაყვარეს ფეხბურთი ხოლო რონალდინიომ და მესიმ ის სხვა განზომილებით დამანახეს ამ ორი გუნდის არცერთი თამაში არ გამომიტოვებია და სანამ უფალი ინებებს არც გამოვტოვებ მანამდეც მაგრა მწყდება გული რა დღეშიც დღეს არის მილანი და მაგრა გაასწორებდა არაბებს რო ეყიდათ ეგ კლუბი და იმავე პოჩეტინო რო მიეყვანათ მანდ

    ან პეპი კლოპი რავი


    ეს მილანი 9ჯერ რო გაიყიდა, ხან ჩინელებმა რო იყიდეს ხან ამერიკელებმა და ხან იტალიელმა მაფიოზა ბიზნესმენებმა, ყველამ რო შეცვალა მწვრთნელი, სპორტული დირექტორები და შტაბი და ყოველ წელს თავიდან რო უწევდათ ყველაფრის დაწყება მაგიტო გაიჭიმა 6-7 წელი მაგათი დაბრუნება ლიგაზე თუნდაც. ძლივს ათამაშდა გუნდი ეხლა, ამათ კიდე რაგნიკი მოყავდათ, კიდევ კარგი გადაიფიქრეს, რა რაგნიკი, მაგის 5 წლიანი პროექტებისთვის ვის სცხელა. დატოვონ პიოლი და აცალონ


    რაგნიკი აღარ მოყავთ პიოლის გაუხანგრძლივეს ეეჰ ჰალიფას რო გავკარი რაუნდოდა პსჟში

  • nikusha
    schedule 31 ივლ 2020, 14:55

    1. ალაბა
    2. ერიკ გარსია
    3. პაუ ტორესი
    4. ბერნანტი

    ისე ტოდიბოს დატოვებაც მოჟნა მამენტ

  • Don_Andresito
    schedule 31 ივლ 2020, 14:55

    ციტატა: Lautaro Martínez
    პოჩეტინოს უწინასწარმეტყველებდენ ნიუკასლის ჩაბარებას მაგრამ როგორც ჩანს არაბებმა აღარ იყიდეს ნიუკასლი და ისე გაასწორებდა ეგ ბარსაში კიაქ ნათქვამი რო ბარსას არ გავწვრთნი ესპანიოლის გამოო მაგრამ ასეთი რამ ბევრს უთქმია და შემდეგ პირიქით მოქცეულა პლიუს ესპანიოლი გავარდნილია ლალიგიდან და რომ რამე არ წავა ? ისე მაგრა გაასწორებდა

    არაბებმა კი რაიქნება იყიდონ მილანი ჩემი უსაყვარლესი კლუბია მილანი პირველად სწორედ მილანის გამო დავიწყე ფეხბურთზე ყურება და შევჩენკოს გამო მათ შემაყვარეს ფეხბურთი ხოლო რონალდინიომ და მესიმ ის სხვა განზომილებით დამანახეს ამ ორი გუნდის არცერთი თამაში არ გამომიტოვებია და სანამ უფალი ინებებს არც გამოვტოვებ მანამდეც მაგრა მწყდება გული რა დღეშიც დღეს არის მილანი და მაგრა გაასწორებდა არაბებს რო ეყიდათ ეგ კლუბი და იმავე პოჩეტინო რო მიეყვანათ მანდ

    ან პეპი კლოპი რავი


    ეს მილანი 9ჯერ რო გაიყიდა, ხან ჩინელებმა რო იყიდეს ხან ამერიკელებმა და ხან იტალიელმა მაფიოზა ბიზნესმენებმა, ყველამ რო შეცვალა მწვრთნელი, სპორტული დირექტორები და შტაბი და ყოველ წელს თავიდან რო უწევდათ ყველაფრის დაწყება მაგიტო გაიჭიმა 6-7 წელი მაგათი დაბრუნება ლიგაზე თუნდაც. ძლივს ათამაშდა გუნდი ეხლა, ამათ კიდე რაგნიკი მოყავდათ, კიდევ კარგი გადაიფიქრეს, რა რაგნიკი, მაგის 5 წლიანი პროექტებისთვის ვის სცხელა. დატოვონ პიოლი და აცალონ

  • Pique_3
    schedule 31 ივლ 2020, 14:51

    ალაბა და გარსია ორივეს დათრევა შეიძლება😊ალაბა ფლანგზე ალბას ნაცვლად და გარსია პიკეს შემცველელი იქნება,თამაშის სტილითაც წააგავს ძაან🤩მერე არაუხოც მოიხოდება და მოგვარდება დაცვის პრობლემა❤გარსიას თუარ გაუშვებს პეპი პაუტორესზე იჩალიჩონ,უკვე ნაკრების ძირითადშია ტიპი 20 თუ 21 წლისაა არადა😊

  • Anssumane
    schedule 31 ივლ 2020, 13:32

    პოჩეტინოს უწინასწარმეტყველებდენ ნიუკასლის ჩაბარებას მაგრამ როგორც ჩანს არაბებმა აღარ იყიდეს ნიუკასლი და ისე გაასწორებდა ეგ ბარსაში კიაქ ნათქვამი რო ბარსას არ გავწვრთნი ესპანიოლის გამოო მაგრამ ასეთი რამ ბევრს უთქმია და შემდეგ პირიქით მოქცეულა პლიუს ესპანიოლი გავარდნილია ლალიგიდან და რომ რამე არ წავა ? ისე მაგრა გაასწორებდა

    არაბებმა კი რაიქნება იყიდონ მილანი ჩემი უსაყვარლესი კლუბია მილანი პირველად სწორედ მილანის გამო დავიწყე ფეხბურთზე ყურება და შევჩენკოს გამო მათ შემაყვარეს ფეხბურთი ხოლო რონალდინიომ და მესიმ ის სხვა განზომილებით დამანახეს ამ ორი გუნდის არცერთი თამაში არ გამომიტოვებია და სანამ უფალი ინებებს არც გამოვტოვებ მანამდეც მაგრა მწყდება გული რა დღეშიც დღეს არის მილანი და მაგრა გაასწორებდა არაბებს რო ეყიდათ ეგ კლუბი და იმავე პოჩეტინო რო მიეყვანათ მანდ

    ან პეპი კლოპი რავი

  • GioKakiashvili
    schedule 31 ივლ 2020, 12:34

    ოფიციალირად ნიუკასლის ყიდვის პროექტი ჩაეშალათ არაბებს დდდდდ

  • nika 54
    schedule 31 ივლ 2020, 12:31

    ალაბა 20 მილიონს ითხოვს ხელფასს, თან ბარსაზე ოცნებობს, მაგარი ჭკვიანია. არაფრით არ უნდა მოიყვანონ თორემ სულ გაგიჟდება ტერ შტეგენი.

  • GioKakiashvili
    schedule 31 ივლ 2020, 12:28

    გარსია ან ალაბა ძაან კარგი იქნებოდა ალაბას 1 პლიუსიც აქვს ცენტრშიც და ფლანგზეც შეუძლია თამაში