“ბარსელონა” დიოგუ დალოტის შეძენას ჯერ კიდევ 2018 წელს ცდილობდა, მანამდე, სანამ ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდებოდა, იტყობინება Mundo Deportivo.
კატალონიელებმა ინტერესი კვლავ განაახლეს და მზად არიან, მოთამაშის სანაცვლოდ 10-12 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა “წითელი ეშმაკები” დალოტის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროს ითხოვენ.
“ბარსელონა” მცველის ძიებაშია, სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობაა, რომ ტრანსფერი ამ ზაფხულსვე შედგეს.
