workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
1930 წლის 30 ივლისი…

1930 წლის 30 ივლისი…

შვეიცარიელი ჰანს გამპერი, რომელიც კატალონიაში ჟოან გამპერი სახელით გახდა ცნობილი – კატალონიის “ბარსელონას” დამაარსებელი, საუკეთესო ბომბარდირი, კაპიტანი, პრეზიდენტი და სკაუტიც კი იყო.

ფეხბურთელობის დროს, 1899-1903 წლებში, გამპერმა “ბარსელონას” მაისურით 54 თამაში ჩაატარა და 123 გოლი გაიტანა, მოიგო მაკაიასა (1901/02) და ბარსელონას (1902/03) თასები.

ჟოან გამპერი 5-ჯერ იყო “ბარსელონას” პრეზიდენტი (1908-09, 1910-13, 1917-1919, 1921-23, 1925-25). ის კლუბს მაშინ უბრუნდებოდა, როდესაც კატალონიელებს ძალიან უჭირდათ და სიტუაციის გამოსწორებას ყოველთვის ახერხებდა.

ჟოან გამპერის ბოლო პრეზიდენტობა ცუდად დასრულდა. 1925 წლის 24 ივნისს, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები, დიდი ბრიტანეთის საზღვაო ქვეითთა ბენდის მიერ შესრულებულ ინგლისის ჰიმნს აპლოდისმენტებით შეხვდნენ, ესპანეთის ჰიმნის დროს კი მათ უსტვინეს. ამან ესპანეთის დიქტატორი პრიმო დე რივერა გააბრაზა, რომელმაც გამპერს ბრალი კატალონიური ნაციონალიზმის გაღვივებაში დასდო. შედეგად, Les Corts ექვსი თვით დახურეს, ჰანს გამპერი კი ქვეყნიდან გაასახლეს.

1930 წლის 30 ივლისს, პირადი და ფინანსური პრობლემების გამო, 52 წლის ჰანს გამპერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ბარსელონაში, მონჟუიკის სასაფლაოზეა დაკრძალული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში