“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში, კლუბის გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კონტრაქტზე ისაუბრა.
“ჩვენთვის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტულია, რადგან ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალა და საყრდენია. მას კარგად ესმის, რომ შემოსავლების შემცირების გათვალისწინებით, კლუბმა ხელფასები უნდა დაარეგულიროს, არ ვამბობ, რომ ფეხბურთელები ნაკლებს მიიღებენ, მაგრამ მათი ანაზღაურება კლუბის შემოსავლის დონის მიხედვით უნდა იყოს გათვალისწინებული.” – ბართომეუს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
კატალონიელთა დარაჯმა არაერთხელ მოითხოვა ანაზღაურების გაზრდა, რომელიც წელიწადში 5 მილიონი ევროა. ტერ შტეგენს მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს.


ყველის ვაჭარივით სულ რა აცინებს ამ გველაძუას.
მე არ ვნერვიულობ ამის კონტრაქტზე უბრალოდ ამის დაკარგვა და ბართომეუს ჩამოხრჩობა ერთია
5 მილიონი არაფერი არაა ამ დონის მეკარისთვის😒დეხეა რატო უნდს იღებდეს 15 მილიონს და მარკი 5ს😏
ეს კაცი არ გაუშვააათ!!!
ვისურვებდი, რომ კარიერა "ბარსელონაშI' დაასრულოს.