“ბარსელონა ბ-ს” 19 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა, ალეხანდრო ორელიანამ, ფლეი-ოფის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს, სარეზერვო გუნდი “საბადელს” დაუპირისპირდება და სეგუნდა დივიზიონში დაწინაურებისთვის იბრძოლებს.
“მათ, ვინც გარკვეული დროა აქ იმყოფება, კარგად იციან თუ რას ნიშნავს ყოველდღე ამ სამკერდე ნიშნის ტარება. ჩვენ მთელი ძალები უნდა გავიღოთ, რათა კლუბი მაქსიმალურ შესაძლო დონემდე ავიყვანოთ. ეს უნდა იყოს მორიგი მატჩი, სადაც უნდა ვიცოდეთ რა დევს სასწორზე, თუმცა ზეწოლის გარეშე. დაწინაურების სურვილი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე დაღლილობის ნებისმიერი შეგრძნება.
ერთად რამდენიმეწლიანი თამაშის შემდეგ ზოგიერთი თანაგუნდელი ოჯახის წევრებივით ვიქეცით. ერთობლივად მოპოვებული დაწინაურება მშვენიერი იქნებოდა.” – ორელიანას სიტყვებს “ბარსელონა ბ-ს” “ტვიტერის” გვერდი ციტირებს.
კაი ტიპი ხარ შენ🥰