workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟან-კლერ ტოდიბოს შეძენას “რენი” შეეცდება

ჟან-კლერ ტოდიბოს შეძენას “რენი” შეეცდება

ფრანგული “რენის” ხელმძღვანელობა “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ფრანგი მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს შეძენას განიხილავს, იტყობინება Mundo Deportivo.

“რენი” მომდევნო სეზონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ფრანგებს დიდი ამბიცია აქვთ, რადგან შანსი აქვთ ლიგაზე პირველად ითამაშონ, სწორედ ამიტომ გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას იწყებს.

“ბარსელონა” ტოდიბოს 25 მილიონ ევროდ აფასებს, მის მიმართ ინტერესს კი სხვა ევროპული კლუბებიც იჩენენ. მიმდინარე სეზონი ახალგაზრდა ფრანგმა იჯარის წესით “შალკეში” გაატარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 24 ივლ 2020, 18:24

    რა რენი დააბრუნეთ ბარსაში

  • nikusha
    schedule 24 ივლ 2020, 13:49

    ტოდიბო ნიჭიერია, მაგრამ არადამაჯერებელი ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, ანუ პიკესნაირია აქედანვე და მერე ასაკთან ერთად რა იქნება? მატიესნაირი ალბათ.

    სევილიასთან შეხვედრისას უამრავი შეცდომა, წუნი ჰქონდა და ინტერთან იფრინა.