workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტონიო კონტე: ლაუტაროს ირგვლივ გავრცელებული ჭორები მის ინტელექტს შეურაცხყოფს

ანტონიო კონტე: ლაუტაროს ირგვლივ გავრცელებული ჭორები მის ინტელექტს შეურაცხყოფს

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, პრესასთან ინტერვიუში ლაუტარო მარტინესის “სატრანსფერო საგას” გამოეხმაურა. კონტემ დაადასტურა, რომ სპეკულაციები და ჭორები 22 წლის არგენტინელს ნეგატიურ ატმოსფეროს უქმნის. 

“ლაუტარო ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე სრულყოფილი. მის ირგვლივ არსებული ჭორები მის ინტელექტს შეურაცხყოფს და პირადად მას პრობლემებს უქმნის, რადგან ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, იგი სხვა კლუბზეც ფიქრობს.” – კონტეს სიტყვებს Sky Sports Italia ციტირებს. 

22 წლის მარტინესმა მიმდინარე სეზონში 42 შეხვედრა ჩაატარა და თავი 18 გოლით გამოიჩინა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში