workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა გავლენა აქვს მესის კლუბზე  წელს – დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა გავლენა აქვს მესის კლუბზე წელს – დადებითი და უარყოფითი მხარეები

ლა ლიგა ფაქტობრივად დასრულდა და უკვე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ “ბარსელონა” ერთ ფეხბურთელზე ასეთი დოზით დამოკიდებული არასდროს ყოფილა.

მოდით მესის გუნდზე გავლენა განვიხილოთ და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გამოვყოთ.

დადებითი მხარე

გუნდის უალტერნატივოდ საუკეთესო ფეხბურთელი: რთული სათქმელი არაა, თუ ვინაა “ბარსელონას” გული და ვინ უნარჩუნებს ყველა იმ შანსს, რაც კლუბს ჯერ კიდევ აქვს.

გუნდის მთავარი კრეატივი: ლეო მესი მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მიერ გატანილი გოლების 52.5%-ში მონაწილეობდა.

მეტოქე გუნდებისთვის შიშის მთავარი ფაქტორი: “ბარსელონას” განაცხადში ლიონელ მესის სახელი მეტოქე გუნდებისთვის მთავარი სამიზნეა და სწორედ არგენტინელი წარმოადგენს მათთვის ყველაზე საშიშ მოთამაშეს.

მიმზიდველი ადგილი სხვა ფეხბურთელებისთვის: სწორედ კაპიტანი არის მიზეზი იმისა, რის გამოც “ბარსას” ტოპ-კლასის ფეხბურთელების შეძენა მათი სურვილის გამო შეუძლია.

კლუბის სიმბოლო: ლეო “ბლაუგრანას” სიმბოლო აქამდეც, რა თქმა უნდა, იყო, თუმცა, ასეთი დომინანტური სეზონის შემდეგ ის გულშემატკივრებისთვის კიდევ უფრო სათაყვანებელ კერპად იქცა.

უარყოფითი მხარე

ზედმეტად დამოკიდებულება: “ბარსელონა” ლეოზე ძალიან დამოკიდებული გახდა. ფაქტობრივად ყოველი თამაშის შედეგი არგენტინელის ინდივიდუალური ოსტატობითაა განპირობებული.

იერარქიულობა: მესი შემადგენლობაში პირველი კაცია და ეს, რა საკვირველია, გუნდში იერარქიულობის პრინციპს ქმნის. მათ შორის კიკე სეტიენსა და ედერ სარაბისაც მოუწიათ ამის აღიარება, მიუხედავად იმისა, ეს მათთვის შეგუებადი იყო, თუ არა.

წინასწარმეტყველება: მესიზე “ბარსას” ასეთი დამოკიდებულება მეტოქე გუნდებისთვის გარკვეულწილად აიოლებს თავდაცვას. მათ უკვე იციან, რომ ყველაფერი ლეოთი იწყება და დიდი ალბათობით, დამაგვირგვინებელ ფაზაშიც არგენტინელი აღმოჩნდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2020, 15:35

    კი მაგრამ ვინ უშლით ხელს რო გუნდმა ითამაშოს, მესი თუ არ ეხმარება რას აფუჭებს ამიხსენით რა. მაგრამ ყველა ფეხბურთელი ბურთს რო მიიღებს საუკეთესო გაგრძელებას კი არ ეძებს, არამედ მესის ეძებს რო თავი არ აიტკიოს სეტევის გზებზე. მწვრთნელმა არ უნდა აუხსნას ფეხბურთელებს რო ბურთი იმას გადააწოდონ ვინც უფრო კარგ პოზიციაზეა, გახსნილი. თუ ამასაც ვერ აკეთებენმაშინ რაღათ უნდათ მწვრთნელი. დადგნენ და უყურონ ლეოს. ეს ლეო რობოტი ხო არ არის 3-4 კაცში იძრომიალოს ყოველ წუთს.

  • M10 S9 D11
    schedule 18 ივლ 2020, 22:49

    ბარსა მესიზე როა დამოკიდებული ეგ მესის კი არა მწვრთნელის ბრალია ტაქტიკა რო არ აქვს და ფეხბურთელებს სათანადო განვითარება რო მოუსპეს თორე მესიზე გვარდიოლასაც ჰქონდა აწყობილი თამაში მარა მთლად მესიზეც არ იყვნენ დამოკიდებულები ხანდახან თვითონაც ლიდერობდნენ გუნდს