Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” “სან პაულოს” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, ლუკას ფასონი, უფასოდ შეთავაზეს.
როგორც ცნობილია, კატალონიელები ლუკას ფასონს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადმოიბირებენ თუ ტრანსფერი უფასო იქნება. “სან პაულოს” ხელმძღვანელობამ “ბლაუგრანას” მოუწოდა, რომ მოთამაშის გადაბირების შემთხვევაში მისი გამოსასყიდი გადაეხადა, ეს კი “ბარსელონას” გეგმებში არ შედის.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში 19 წლის მოთამაშეს “ბარსელონა ბ-ში” დაარეგისტრირებენ.



