workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ფაბიან რუისს კარგავს

“ბარსელონა” ფაბიან რუისს კარგავს

დიდი ალბათობით, “ბარსელონა” 24 წლის ფაბიან რუისისთვის ბრძოლაში დამარცხდება, რადგან ფეხბურთელი “ნაპოლისთან” კონტრატის გახანგრძლივებას აპირებს, იტყობინება Diario AS.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, რუისის წლიური ანაზღაურება 5 მილიონამდე გაიზრდება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება. მსოფლიოს მასშტაბით განვითარებული მოვლენებისა და პანდემიის გამო, კატალონიელებმა მოთამაშის წარმომადგენლებთან ჩაფრენა/შეხვედრაც კი ვერ მოახერხეს. 

ფაბიან რუისის შეძენით მადრიდის “რეალიც” ინტერესდებოდა, თუმცა მადრიდელებს კატალონიელების მსგავსად ესპანელი ნახევარმცველის მიმდინარე ზაფხულში დამატების შანსი პრაქტიკულად აღარ აქვთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • Don_Andresito
    schedule 15 ივლ 2020, 12:25

    ეს კი დაგვხატავდა მარა არ მოვა. ნაპოლი ლიდერებს არ უშვებს თუ გამოსასყიდს არ იხდის ვინმე ან ფეხბურთელი არ ტირის წასვლა მინდაო. სეტიენის დანიშვნის ერთადერთი პლიუსი ის იყო რო ამას დაკერავდა მეგონა მარა მაგაშიც არ ივარგა. აუარს მიაწვნენ ჯობია

  • nikusha
    schedule 15 ივლ 2020, 10:40

    ციტატა: Pirat❤️💙

    ციტატა: nikusha
    რადროს ფაბიან რუისი ან აუარია როცა გუნდში გვყავს ალენია ზე ტალენტი ხალხო! აუარი გაპიარებულია მაგარი მაგას პუჩიც კი მირჩევნია.

    ბუსკეტსი, ს.რობერტო, დე იონგი, ალენია, მონჩუ, ვიდალი. თუ ვინმეა დასამატებელი ნახ დაცვაში ეს ვან დე ბეეკია


    კაი რა რა ალენია მაგას რაფინია ჯობია🤣


    შენ რა იცი ვინ ჯობია რაფინია არა თურანი კიდე ალენია ზე ტალანტია !

  • ozbeta
    schedule 15 ივლ 2020, 10:36

    არ გვინდა ეს ახალი ანდრე გომეშები

  • Henry
    schedule 15 ივლ 2020, 02:12

    ციტატა: M10 S9 D11
    ხო ლაუტაროს მიაკვდით და რეალურად პრობლემები მა სადაც გვაქვს ის პოზიციები დაიკიდეთ ვაი თქვენს პატრონს ჯერ არტური დაკარგეს და ბებერი პიანიჩი მოიყვანეს ახლა ამასაც ხელიდან უშვებენ მარაზმია და მეტი არაფერი


    არტური დავკარგეთ ჩვენც ნახევრდაცვის შემოქმედი გამოგვაცალეს გეგონება. არაფერს არ აკეთებდა 23 წლის ნახევამცველი ჩამოყალიბებული უნდა იყოს უკვე. პიანიჩს ბევრად უკეთესი ხედვა და პასი აქვს დარტყმაზე ლაპარაკი ზედმეტია საჯარიმოებსაც კარგად ასრულებს გამოცდილებაც დიდი აქვს პროსტა ძალიან ნელია. რუიზი კი ნამდვილად კარგი ნახევარმცველია მარა 100 მილიონი ყველა ფეხბურთელში 100 მილიონს ითხოვენ ანუ დე ბრუინი რაღირს ეხლა 350 მილიონი?

  • me da barca
    schedule 15 ივლ 2020, 00:48

    რუისს კარგავს, თორემ გეგონება ბარსამ იბრძოლა და ძალ-ღონე არ დაიშურა.

  • Pirat❤️💙
    schedule 15 ივლ 2020, 00:36

    ციტატა: nikusha
    რადროს ფაბიან რუისი ან აუარია როცა გუნდში გვყავს ალენია ზე ტალენტი ხალხო! აუარი გაპიარებულია მაგარი მაგას პუჩიც კი მირჩევნია.

    ბუსკეტსი, ს.რობერტო, დე იონგი, ალენია, მონჩუ, ვიდალი. თუ ვინმეა დასამატებელი ნახ დაცვაში ეს ვან დე ბეეკია


    კაი რა რა ალენია მაგას რაფინია ჯობია🤣

  • M10 S9 D11
    schedule 14 ივლ 2020, 23:54

    ხო ლაუტაროს მიაკვდით და რეალურად პრობლემები მა სადაც გვაქვს ის პოზიციები დაიკიდეთ ვაი თქვენს პატრონს ჯერ არტური დაკარგეს და ბებერი პიანიჩი მოიყვანეს ახლა ამასაც ხელიდან უშვებენ მარაზმია და მეტი არაფერი

  • nikusha
    schedule 14 ივლ 2020, 22:28

    რადროს ფაბიან რუისი ან აუარია როცა გუნდში გვყავს ალენია ზე ტალენტი ხალხო! აუარი გაპიარებულია მაგარი მაგას პუჩიც კი მირჩევნია.

    ბუსკეტსი, ს.რობერტო, დე იონგი, ალენია, მონჩუ, ვიდალი. თუ ვინმეა დასამატებელი ნახ დაცვაში ეს ვან დე ბეეკია

  • Pirat❤️💙
    schedule 14 ივლ 2020, 22:15

    დემბელეზე დაწერეთ რამე დაბრუნდა მგონი😍