“ბარსელონას” ჰოლანდიელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის სადებიუტო სეზონი კატალონიურ კლუბში ისეთი ნამდვილად არ გახლდათ, როგორსაც გულშემატკივრები ელოდნენ. Marca-ს ვერსიით, ჩავარდნის მთავარი მიზეზი დე იონგის ახალი როლია, რომელიც მან “ბარსელონაში” მოირგო.
23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 38 შეხვედრა ჩაატარა (34 სასტარტო შემადგენლობაში) მის აქტივში კი 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
1438 პასით ნახევარმცველს “ბარსელონაში” სერხიო ბუსკეტსის შემდეგ (2232) საუკეთესო შედეგი აქვს.
უკანასკელი 7 შეხვედრა დე იონგმა ტრავმის გამო გამოტოვა, ახლა კი ჰოლანდიელის ლა ლიგის ფინიშისთვის და ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” დაპირისპირებისთვის ემზადება.

არც წარმატება და არც ჩავარდნა
პროგრესი ნაღდად არ ქონია, მაგრამ ვერც რეგრესს იტყვი
პენსიას დაუნიშნავს სადაცაა სახელმწიფო ვინ უნდა პროგრესირდეს :დ კუბოების არჩევას დაიწყენებ მმალე :დ ფრენნკი ითამაშებს ძალიან კარგრად ითამაშებს ეს ტრანსფერი საუკეთესო იყო ბოლო წლების განმავლობაში რაც გაუკეთებიათ.
ვიცი შენი მოსაზრება, უსაზღვროდ შეყვარებული ხარ ალენიაზე, არ მოგწონს პუჩი, ერთი ნამდვილი ინიესტაა მეორე ჩინური. ეგ ვიცი, თითქმის ყველა სტატიაზე აფიქსირებ მაგ მოსაზრებას. ალენიაში რა დაინახე ზუსტად არ ვიცი, ალენია მე რო შემიყვარდა მაშინ ჯერ კიდევ ბარსა ბ ში ირიცხებოდა და ყველაზე დიდ იმედს მაგ ბიჭზე ვამყარებდი, პირველ გუნდშიც კარგად დაწინაურდა და არაფერი დაუშავებია, კარგი თამაშებიც ქონდა მარა მომკალი და ის სისხარტე არ აქვს რაც იგივე ინიესტას ქონდა. ცოტა ტეხავს გენიოს ინის ალენია ან პუჩი შევადაროთ მარა ალენია ყველაზე ნაკლებად გავვს ინის და ისედაც არ მეფანატება მაგ ბიჭზე რა ვქნა. ბეტისში საშუალოდ კარგია, მარა ბარსას პირველ გუნდში ფრენკის ვიდალის რაკიტიჩის და ბუსის ფონზე მაქსიმუმ მე-5 ნახევარმცველი იქნებოდა, ამათ პიანიჩი დაუმატე და დროს ფიზიკურად ვერ მიIღებს. ჩემი აზრით ალენიასთვის იდეალური განვითარება იქნებოდა დარჩენა ბეტისში დროებით მაინც სანამ ბებრები გაიცხრილებიან ან უკეთეს გუნდში გაიჯარება ვიდრე ბეტისია. ეს პუჩი კიდე რას გიშლის, სამარცხვინო შესახედაობის კია, 50 კილოა და ერთი მირტყმაა მარა თამაშობს, ცდილობს, სხარტია, კრეატიულია, ატლეტიკოსთან თამაში ყველა ნახევარმცველისთვის სტომატოლოგთან ვიზიტს გავს, ურთულესია ესეთ ფიზიკურ მონსტრებთან თამაში და პუჩმა მაგრად გამაოცა როცა ატლესთან თამაში არ ჩააგდო. არც ერთი თამაში არ ჩააგდო და ყველგან ცდილობს. ამიტო ჯობს ცოტა გადააფასო მოსაზრება მაგ ბიჭთან დაკავშირებით, რეალის იგროკი ხო არაა, ჩვენია ეგეც და პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვის. ცოტა წონა მოიმატოს და კარგი ბიჭი იქნება. ამ ეტაპზე და ამ გადმოსახედიდან, პუჩს უფრო აქვს პერსპექტივა ბარსას პირველ გუნდში ვიდრე კარლესს. აი ჩავი თუ მოვიდა ორივეს დაუთმობს ალბათ დროს და ადგილს. რავი რა,ერთიც დავტოვოთ და მეორეც, მთავარია დრო შეხვდეთ თორე ტყუილად ყოფნა ორივესთვის ცუდია
მე ვერ ვიტყოდი რო პირადად ამას სეზონი ჩაუვარდა ამ ბარსელონას ფონზე
სისტემაა ჩაბანძებული და ფრენკი ამის ფონზეც კი მშვენივრად თამაშობდა(თან სადებიუტო სეზონის), ხავის ხელში ვნახავთ ამის ფრენას.
ალენიას ჯობია მივაწვეთ ვიდრე პუჩს
მე ვერ ვუწოდებდი ჩაგდებას ამ კამანდის შემხედვარე გაამართლა
Arcerti barsas fexburteli ar progresirebs. Ansu fatis Garda. nu exla Mesi mesia
პანდემიის მერე ძალიან მომეწონა და მაშინ მიიღო ტრავმა მაინცდამაინც. არადა მაგრად გამოგვადგებოდა. ქონდა ძალიან კარგი თამაშები, დორტმუნდთან ბეტისთან ვალენსიასთან. ქონდა ჩავარდნებიც განსაკუთრებით სეტიენის მოსვლის სტარტში, შემტევად რო აწია და სუ დააბნია. ჩავარდნა მთელს გუნდს ქონდა და მესისაც კი არ აქვს იდეალური სეზონი მიუხედავად შთამბეჭდავი ციფრებისა (გოლს+პასი), როცა გუნდი ცუდია რთულია ვინმეზე კარგი თქვა. მარა ჩავარდნილი ნამდვილად არაა, პოტენციალი ჩანს, ინტელექტი და ყველაფერი ამ ბიჭის. კარგ ბარსაში იდეალური იქნება და ისტორიას დაწერს. ჩავის ბარსას მთავარი ძალა იქნება თავის ზონაში. პუჩმა მოუმატოს მთავარია წონასაც და თამაშსაც და კარგი დუეტი გამოვა. არტური ფრენკის დუეტზე ოცნება მოგვიკლა ნაძირალა ბართომეუმ მარა არაუშავს
არც წარმატება და არც ჩავარდნა. საშუალო დონის სეზონი აქვს და იმედია მომავალში მოუმატებს. ბუსკეცი სკამზე გადაჯდეს და დე იონგმა საყრდენზე უნდა დაიწყოს თამაში
100%