workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტურო ვიდალი – “ბარსას” ჯოკერი

არტურო ვიდალი – “ბარსას” ჯოკერი

არტურო ვიდალი “ბარსელონას” ნახევარდაცვისა და ასევე სრული შემადგენლობის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. ამის შესახებ ვრცლად ესპანური გამოცემა, Sport საუბრობს.

ჩილელი ფეხბურთელი “ბლაუგრანას” მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე ერთად, 8 გოლია. ის მხოლოდ შემტევ ტრიოს, მესის, სუარესსა და გრიზმანს ჩამორჩება.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში, შეხვედრებში ის უმეტესად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა, ნათამაშები წუთების მიხედვით, ნახევარმცველებს შორის, მესამეა. სერხიო ბუსკეტსისა (3113) და ფრენკი დე იონგის (3003) შემდეგ, სწორედ მას აქვს ყველაზე მეტი დრო მოედანზე გატარებული (2034 წუთი).

როგორც პრესაში იწერება, მისი გაყიდვის ვარიანტებს “ბარსა” სერიოზულად განიხილავს. ჩილელის მიმართ განსაკუთრებით დიდ ინტერესს “ნერაძური” იჩენს.

ბორხა ვალეროს შემცვლელად ანტონიო კონტე მის ძველ შეგირდს, არტურო ვიდალს განიხილავს.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ მისი გაყიდვა და იქნება თუ არა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ეს გადაწყვეტილება მართებული?

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 13 ივლ 2020, 19:07

    უფრო დამა კოზირს ჰგავს, – როცა ტრიო "იკარგება" თვითონ იწყებს მოქმედებას.

  • M10 S9 D11
    schedule 13 ივლ 2020, 17:25

    ზამენიდან ცხოველია ამასაც არასწორად იყენებს ის კუკუ

  • ჯერემი რენერი
    schedule 13 ივლ 2020, 16:35

    პაულინიოს გაუმჯობესებული ვერსიაა თითქოს, სცენარიდან გამომდინარე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თითქოს უკვე გადაწყვეტილია ამის გაყიდვა…

    პაულინიო ბოლოს აღარ ვარგოდა, მაგრამ ასე თუ ისე კარგი იყო..