“ბარსას” დირექტორმა, გილერმო ამორმა, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:
“ბევრმა კარგმა გუნდმა მოიყარა თავი და შანსი ყოველ მათგანს აქვს. ერთმატჩიანი შეხვედრების გამო გაჩემპიონების შესაძლებლობა ყველას გაეზარდა.”
“მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, სადაც სწორედ ამგვარი საფლეიოფო სისტემაა, უკვე ვიხილეთ, რომ არაფავორიტი გუნდები ნახევარფინალურ და ფინალურ სტადიებსაც კი აღწევენ.”
“ჩვენ, პირველ რიგში, “ნაპოლიზე” უნდა ვკონცენტრირდეთ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. ცხადია, რომ გასვლაზე ნათამაშები 1-1-ის გამო მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ სახლში ყველაფერი უნდა დავასრულოთ. თუ დაძაბულობას გავუძლებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი გვექნება.”
“სტადიო სან პაოლოზე” ნათამაშები საყაიმო შედეგის შემდეგ, “ბარსელონა” ნეაპოლელებს 8 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” უმსაპინძლებს. წარმატების შემთხვევაში, “ბლაუგრანა” მეოთხედფინალში “ბაიერნისა” და “ჩელსის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა უკვე პორტუგალიაში გაიმართება.

დააბრუნეატ ვალვერდე😂ერთ თამაშს ეგ რო თამშობდა ისე ვინ? რაშანსი გავუშვით ხელიდან 😂
ერატმატჩიანი უდავოდ უკეთესია. ჯერ ერთი ერთ მატჩში კაცმა არ იცის რომელი გუნდი უკეთეს ფორმაში შეხვდება და მეორეც მესიმ თუ აიწყვიტა მოგებული გვაქვს თამაში, ორმატჩიანში კიდე დაქამბექების შანსი ექნებოდათ
კაროჩე ეს ბაიერნი ბაიერნი ყველა რაღაცა ისე ვლაპარაკობთ ჩელსისთან გამოჩნდება კაი გუნდს აყენებს ლამპარდი არ ვიძახი შანსები აქვსთქო მარა თამაში იქნება მაგარი არ დაუთმობს ადვილად და იქ გამოჩნდება ბაიერნი რეალურად…რამოსის გარეშე რეალი უეჭველი გავარდნილია ჩემი აზრით პსჟს საშინელი ნახევარ დაცვა და დაცვა ყავს არ მგონია რამის შანსი ქონდეს ატლეტიკო ასე თუ ისე ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლოს ჩემი აზრით სიტი ძაან უცნაური გუნდია ლივერპულს მოუგო და მერე წააგოო ძაან არასტაბილური მეჩვენება მარა გვარდი უკვე ფავორიტია ატალანტას თამაშს ველოდები მაგარ ფეხბურთს თამაშობს ძაან …რაც შეეხება ბარსას ესე აუცაიდერად არასოდეს ყოფილა და კიდევ ერთხელ დავწერ სეზონის დაწყებიდან ვიძახი იმაზე ადრე ჩამოწერეს ბარსა ფავორიტობიდან ვიდრე იმსახურებს და ეს მაგარ უპირატესობას უქმნის ჩემი აზრით
ძაან დიდს არა მარა შანსი მაინც შანსია და იმედია გამოვიყენებთ
თქვენი აზრით "ბილბაო" შეძლებდა ერთმატჩიანებში გამარჯვებას? მითუმეტეს ცარიელი ტრიბუნების ფონზე.