მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “ვალიადოლიდის” მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო გონსალესმა, “ბლაუგრანაზე” ისაუბრა და კატალონიელების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
“სიტყვა, რომლითაც “ბარსას” საუკეთესოდ დახასიათებას შევძლებთ არის – გუნდი უამრავი ტალანტით.”
“ბუსკეტსი განსხვავებული ფეხბურთელია, ის პასს ყოველთვის წინ აკეთებს, რათა ზიანი მოგაყენოს. მესის კი გარდატეხა მატჩის უკანასკნელ მესამედში შეაქვს, რაც მოწინააღმდეგე გუნდისთვის განსაკუთრებით რთულია.”
ლა ლიგის 35-ე ტურში “ბარსელონა” “ვალიადოლიდს” ხოსე სორილას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:30 ზე დაიწყება.
