1 კვირის წინ “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა სამუელ უმტიტის ტრავმის შესახებ განცხადება გააკეთა.
ფრანგმა მარცხენა მუხლის დაზიანება მიიღო. თავდაპირველად, უცნობი იყო, თუ რამდენი ხანი მოუწევდა მას უქმობა.
მრავალი წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრავმა სერიოზულია და სამუელისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულდა. იგი გუნდს ვერც ლა ლიგის დარჩენილ შეხვედრებში და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარება.
ეს სეზონი უმტიტის თითქმის სრულად გაუცდა და “ბლაუგრანას” დატოვების შესახებ არსებული ჭორებიც მისი ხშირი ტრავმიანობის გამო აზრსმოკლებული არაა.
მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ჩემპიონმა 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სრულად მხოლოდ 12 მატჩში ითამაშა.

"მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ჩემპიონმა 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სრულად მხოლოდ 12 მატჩში ითამაშა"
აი მერე დაიწყებენ-ლეო მსოფლიოს ჩემპიონი თუ არ გახდა "დიდი" ფეხბურთელი არ დაერქმევაო. სატირელია აბა რა, უმტიტი, ჟირუ, და ათასი ვიღაცა მესამე მეკარის თამადობით, თურმე მსოფლიო ვარსკვლავები არიან და ლეო არა. ვინ იგონებს ამ სისულელეებს, კუანა პელეს მეტი.
მერე რა. ზატო "მსოფლიოს ჩემპიონია"
რატოა გასაყიდი მართლა ვერ ვხვდები ამდენი ხანი კედელი იყო და ეხლა ტრამვებმა შეაწუუხა და დავაი მოვიშორეთ? ესეთ დროს უნდა დაუდგეს გუნდი ფეხბურთელს გვერდში კოჭლი ჯობია ეს ლენგლეს. ბოლო 2 თამაშში ისეთი ბურთები გაუტარეს დავიდ ლუიზი არ იკადრებდა. უნდა დაუჭიროს კლუბმაც და გულშემატიკვარმაც მხარი ბოლომდე სადღაც ნებისმიერ ფეხბურთელს აწუხებს ტრამვა.
დამთავრებულია ამის კარიერა
თავის დროზე უნდა გაეყიდათ 40 მილიონად აწი 15 მილიონასაც აღარ გადაიხდის
გასაყიდია ეს გასაყიდი
აუ მაგარი ლონდრეა ტიპი რა კარიერას ისრულებს მისი სიჯიუტის გამო.არ სჯობდა გაეკეთებინა ოპერაცია და დაესვენა?ბავშვურად მოიქცა მაგრად.
მემგონი ამის გაყიდვაზე იფიქრონ ცუდი არ იქნება და ვინმე ვარსკვლავი მცველის მოყვანას ლა ლიგიდან მოოყვანონ ისეთი მცველი რომელიც იაფი ღირს და სტაბილურია (მატიეს ვარიანტში ოღონდ მატიესნაირი არა)
იგივე სოსიედადს რო ყავს ლე ნორმანი, ცუდი ბიჭი არ ჩანს ან ვინმე ეგეთი
გაყიდეთ სანამ ფასი აქვს კიდე თორე მერე გვეყოლება ვერმალენივით
ერთმნიშვნელოვნად ეს მოსაშორებელია.
იყო ბეტონის კედელი და გახდა შუშის კედელი. თუ ოპერაცია გაიკეთა კიდევ არის ალბათ შანსი, თუ არადა ამის კარიერაც დამთავრდება.