“ნაიკსა” და “ბარსელონას” შორის ურთიერთობა იძაბება. საქმე იმაშია, რომ ამერიკულმა, ტრანსნაციონალურმა კომპანიამ, რომელსაც “ბარსასთან” ურთიერთობა 1998 წლიდან აკავშირებს და კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს, 2020/21 წლების სეზონის ფორმების პირველი პარტია ჩააგდო. “ნაიკმა” რაღაც ვერ გათვალა და ფორმები უხარისხო გამოვიდა, შესაბამისად გაყიდვაში ვერ ჩაეშვება, არადა ამ დღეებში უკვე უნდა დაწყებულიყო ფორმების რეზლიზება და ამას კლუბისთვის ეკონომიკური სარგებელი უნდა მოეტანა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
როგორც წესი, “ბარსა” ამ პერიოდში 15-დან 25 მილიონამდე შემოსავალს ნახულობს, ეკიპირების რეალიზებიდან, შემოსავლის კლებას ისედაც ვარაუდობდნენ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ “ნაიკმა” ყველაფერი ბევრად გააუარესა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ “ბარსამ” პრესტიჟი ყველგან დაკარგა.
დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელი სიმკაცრეს ითხოვს და სურვილს გამოთქვას, რომ კლუბმა სასამართლოში იჩივლოს, თუმცა უახლოეს მომავალში, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება და ყველაფერი სწორედ იქ გადაწყდება.

თითქოს მუხლს ქვემოთ 10 წლის ბავშვის ფეხი მიამაგრეს.
ჰაჰაჰააა, თან თითქოს ქუსლებზე დგაო😂😂😂
ეს რა საშინელი ფოტოშოპია ფეხებს დააკვირდით ))))
https://www.youtube.com/watch?v=MFK-7bCBq2Q
და ასეთი ფეხები რომელს აქვს კიდე, მე ეგ მაინტერესებს : )
ამიტო უნდა შეაკერინო პროფესიონალებს ავთანდილი უარს არ ეტყოდა
რასგაიგებ სპონსორს როგორც ა..გება ;დ ისე უნდა ქნან მაგაში იხდიან ფულს
რა მაინტერესებს იცით, თეთრად რატო გვაწერია სპონსორი? ყვითელი ძაან ლამაზი იყო ყოველთვის